png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

მამუკა მდინარაძე: საქართველოში თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება ისე არასდროს ყოფილა დაცული, როგორც ახლაა

  • პოლიტიკა
  • 08.11.2017
  • 17:16
 მამუკა მდინარაძე: საქართველოში თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება ისე არასდროს ყოფილა დაცული, როგორც ახლაა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძე პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მარტვილის მერობის კანდიდატ ალექსანდრე გრიგალავას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში წარმატებას უსურვებს და მოსახლეობას მისი მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ მარტვილის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრში, ადგილობრივი ამომრჩევლისა და პარტიის ლიდერების შეხვედრაზე განაცხადა.

„მინდა, ალექსანდრე გრიგალავას წარმატება ვუსურვო. ჩვენს ქვეყანაში, პრობლემები კვლავ რჩება, რომელიც ეტაპობრივ გადაწყვეტას საჭიროებს, თუმცა ამისთვის ყველანი უნდა გავერთიანდეთ. დარწმუნებული ვარ, ერთად დგომით, ძალიან ბევრ წარმატებას მივაღწევთ და ალექსანდრე გრიგალავასთან ერთად შევძლებთ, რომ მარტვილი ერთ-ერთი გამორჩეული მუნიციპალიტეტი იყოს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მოსახლეობასთან შეხვედრაზე მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგებზეც ისაუბრა, რომლის მიხედვითაც, საქართველოში ორგანიზებული დანაშაულის ინდექსის მაჩვენებელი 37 პუნქტით გაუმჯობესდა, რაც მდინარაძის თქმით, იმას ნიშნავს, რომ საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი უსაფრთხო ქვეყანაა.

„ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველო ერთ-ერთი უსაფრთხო ქვეყანაა მსოფლიოში - უსაფრთხო, როგორც ქვეყნის მასშტაბით, ისე თითოეულ მოქალაქესთან მიმართებაში. საქართველოში თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება ისე არასდროს ყოფილა დაცული, როგორც ახლაა. ამას ეს ახალი კვლევაც მოწმობს“, - აღნიშნა მდინარაძემ ამომრჩეველთან შეხვედრაზე.

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერები დღეს, ქუთაისის შემდეგ, მარტვილში იმყოფებოდნენ და ადგილობრივ ამომრჩეველთან შეხვედრა გამართეს.

შეხვედრას, რომელიც მარტვილის მერობის კანდიდატის მხარდასაჭერად გაიმართა, პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე, აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული ლევან შონია და პარლამენტის წევრები ესწრებოდნენ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge