png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

გიორგი მარგველაშვილი პოლონეთის პრემიერს შეხვდა

  • პოლიტიკა
  • 09.11.2017
  • 11:06
 გიორგი მარგველაშვილი პოლონეთის პრემიერს შეხვდა

პოლონეთი მზადაა განაგრძოს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა და პოლონური გამოცდილების გაზიარება ამ მიმართულებით, - აღნიშნული საკითხი დღეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პოლონეთის პრემიერმინისტრთან ბეატა შიდლოსთან შეხვედრისას განიხილა, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე და საქართველოს ელჩი პოლონეთში ილია დარჩიაშვილი ესწრებოდნენ.

მხარეებმა ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრეს, რომელიც პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, კულტურულ - საგანმანათლებლო და სხვა სექტორული თანამშრომლობის ინტენსიფიკაციას მოიცავს.

შეხვედრაზე განიხილეს ეკონომიკური თანამშრომლობის გააქტიურების საკითხები, რომელიც საქართველოში ინვესტიციების მოზიდვასა და განხორციელებას, ასევე საქართველო- პოლონეთს შორის სავაჭრო ბრუნვის გაზრდას უზრუნველყოფს.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, პოლონეთის პრემიერმინისტრთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა პოლონეთის მხრიდან საქართველოს პოლიტიკურ მხარდაჭერას, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, სხვადასხვა სამიტებზე, მათ შორის მოახლოებულ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე პოლონეთის მხრიდან საქართველოს პოზიციების მხარდაჭერას. რაც ეხება ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებს, პოლონეთის პრემიერმინისტრის მხრიდან აღინიშნა ის კონკრეტული სფეროები და პრაქტიკულად კონკრეტული კომპანიები, რომლებიც უახლოეს პერიოდში საქართველოში ინვესტირებას გეგმავენ.

მნიშვნელოვანია, რომ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები ძალიან დინამიურად იზრდება პოლონეთთან, განსაკუთრებით ეს ხდება DCFTA-ს შემდგომ. ისევე როგორც პოლონელებისთვის, პოლონეთის მოქალაქეებისთვის სულ უფრო საინტერესო ხდება საქართველო, როგორც ტურისტული ადგილი და გამოვთქვით იმედი, რომ ეს დინამიური ზრდა მხოლოდ გაგრძელდება",- განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

მხარეებმა რეგიონული თანამშრომლობის მიმართულებებზე და ფორმატების გაფართოების საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge