„ახალი ტფილისის“ ფარგლებში პირვანდელი სახით აღდგა 51 ისტორიული შენობა - დავით ნარმანია
- პოლიტიკა
- 09.11.2017
- 11:30
„ახალი ტფილისის“ ფარგლებში პირვანდელი სახით აღდგა 51 ისტორიული შენობა და აქედან 41 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია“, - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
თბილისის მერის თქმით, აღნიშნულ პროექტზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 30 მლნ ლარამდე დაიხარჯა.
ამასთან, დავით ნარმანიას განცხადებით, განხორციელდა სხვა მსხვილი არეალების რეაბილიტაციაც, როგორიცაა ღვინის აღმართი, ზემო კალა. სამი ისტორიული სადარბაზო პირვანდელი სახით აღდგა და პროექტის ფარგლებში მოეწყო 4 სარეკრეაციო ზონა, რეაბილიტირდა ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის სხვა ძეგლებიც.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200