png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

დავით ნარმანიამ მთავრობის სხდომაზე სამწლიანი მუშაობის შედეგები შეაჯამა

  • პოლიტიკა
  • 09.11.2017
  • 11:53
დავით ნარმანიამ მთავრობის სხდომაზე სამწლიანი მუშაობის შედეგები შეაჯამა

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მთავრობის სხდომაზე სამწლიანი მუშაობის შედეგები შეაჯამა.

თბილისის მერმა ისაუბრა იმ პროექტებსა და პროგრამებზე, რომელიც სამი წლისა და სამი თვის განმავლობაში განხორციელდა.

„დღეს თბილისის მთავრობის სხდომას მე ბოლოჯერ ვუძღვები და მანამ, სანამ დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე გადავალთ მინდა, ძალიან მოკლედ, სტატისტიკური ინფორმაციის სახით მოგაწოდოთ ინფორმაცია ჩემი მერობის პერიოდში, 3 წლისა და 3 თვის განმავლობაში შესრულებული სამუშაოების შესახებ, ხოლო შემაჯამებელ და ვრცელ ანგარიშს განხორციელებული პროექტების შესახებ 10 ნოემბერს წარმოგიდგენთ“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, 2014 წლის აგვისტოდან 2017 წლის ოქტომბრის ჩათვლით, გზის სარეაბილიტაციო და მიმდინარე შეკეთების სამუშაოები ჩაუტარდა 7 მლნ მ2-ზე მეტ ფართს, აქედან კაპიტალურად შეკეთდა 3 მლნ მ2-მდე გზის საფარი, სულ კაპიტალურად რეაბილიტირდა 755 ქუჩა.

დავით ნარმანიას განცხადებით, ამ დროის განმავლობაში აშენდა ორი სრულიად ახალი, კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი და სამება-მახათას დამაკავშირებელი გზები.

საანგარიშო პერიოდში საინჟინრო ნაგებობების და ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა და აღდგენა-რეკონსტრუქცია განხორციელდა 91 ობიექტზე. თბილისის მერის თქმით, მათ შორის აღსანიშნავია პუშკინის ესტაკადის მშენებლობა, დიღმულასა და ბარათაშვილის ხიდების რეაბილიტაცია, აღმაშენებლის ხეივნიდან მუხათგვერდისკენ გადასასვლელი გზაგამტარის რეკონსტრუქცია, ავჭალის ხიდის მშენებლობა. ასევე მასშტაბური საკანალიზაციო ქსელების მოწყობა კაიროს დასახლებასა და შინდისი-ტაბახმელას გზაზე.

დავით ნარმანიას განცხადებით, ათწლეულების შემდეგ პირველად, გამოცდა ჩაუტარდა ქალაქის მასშტაბით არსებულ 16 ხიდს. საბჭოთა პერიოდის შემდეგ, ხიდების სრული საინჟინრო გამოკვლევა და მასშტაბური აღდგენა-გამაგრების სამუშაოები აქამდე არასდროს განხორციელებულა.

თბილისის ავარიული საცხოვრებელი სახლების გამაგრება-გაძლიერების სამუშაოები ჩატარდა 472 ობიექტზე.

13 ივნისის სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ, სხვადასხვა სახის სამუშაოებზე,  ჯამში 90 000 000 ლარი დაიხარჯა.

„2014 წლის აგვისტოდან 2017 წლის ოქტომბრის ჩათვლით, თბილისში აშენდა და ექსპლუატაციაში შევიდა 12 ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაგა-ბაღი; მიმდინარეობს 13 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა. ანუ, ჯამში, ჩვენ ქალაქს შევმატეთ 25 ახალი ბაღი, გარდა ამისა კი წინა ხელისუფლების პირობებში სხვადასხვა მიზეზით დახურული 3 ბაღი გავხსენით, გავარემონტეთ 100 არსებული ბაღიც, რამაც შესაძლებლობა მოგვცა მიგვეღო კიდევ უფრო მეტი აღსაზრდელი“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge