png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

საქართველოს პრეზიდენტი პოლონეთის სენატის მარშალს შეხვდა

  • პოლიტიკა
  • 09.11.2017
  • 12:05
საქართველოს პრეზიდენტი პოლონეთის სენატის მარშალს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პოლონეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, პოლონეთის სენატის მარშალს სტანისლავ კარჩევსკის შეხვდა.

ძირითად განსახილველ თემებს შორის პოლონეთის მხრიდან საქართველოს ევროპული ინტეგრაციული  პროცესის მხარდაჭერა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და საპარლამენტო ურთიერთობების გაღრმავება იყო.

საქართველოს პრეზიდენტი მიესალმა პარლამენტებს შორის ურთიერთობების დინამიურ განვითარებას და პარტნიორული თანამშრომლობის გაძლიერებას.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საპარლამენტო მხარდაჭერა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია საქართველოს ინტერესების დაცვის თვალსაზრისით და ამ მიმართულებით, ხაზგასასმელია საქართველოსთან მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის მუშაობა, რომელსაც მალგოჟატა გოშევსკა ხელმძღვანელობს და ერთ-ერთი უდიდესია პოლონეთის პარლამენტში.

შეხვედრისას ხაზი გაესვა მრავალმხრივ საპარლამენტო ფორმატებში თანამშრომლობის მნიშვნელობას, როგორიცაა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, ნატო და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეები.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ნატოს სამიტების მოსამზადებელ სამუშაოებზე.

საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას და რუსეთის აგრესიულ ქმედებებს. გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა პარლამენტის წარმომადგენლებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, არაღიარების პოლიტიკის მტკიცე და უწყვეტი მხარდაჭერისათვის.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge