png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით პოლონეთის არმიის ქართველ ოფიცერთა მუზეუმის რეაბილიტაციის პირველი ფაზა განხორციელდება

  • პოლიტიკა
  • 09.11.2017
  • 16:28
საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით პოლონეთის არმიის ქართველ ოფიცერთა მუზეუმის რეაბილიტაციის პირველი ფაზა განხორციელდება

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პოლონეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაბა პიასეჩნოში პოლონეთის არმიის ქართველ ოფიცერთა მუზეუმს ეწვია.

პოლონეთში საქართველოს საელჩოს ინიციატივით, უახლოეს მომავალში, პოლონეთის არმიის ქართველ ოფიცერთა მუზეუმი ახალი კონცეფციის მიხედვით, პოლონეთში ქართული კულტურის ცენტრად ჩამოყალიბდება. ასევე საელჩოს ინიციატივით და საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით იგეგმება სახლმუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ფაზის განხორციელება, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით გაგრძელდება.

საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, აღნიშნული სახლი ქართველ იუნკერს და პოლონეთის არმიის ოფიცერს ნიკოლოზ მათიკაშვილს ეკუთვნოდა და მისმა ქვრივმა ანა შოდე-მათიკაშვილმა 2007 წელს მიიღო გადაწყვეტილება საელჩოსთვის მისი კუთვნილი სახლისა და მიწის ნაკვეთის საჩუქრად გადაცემის შესახებ, რომელშიც 2011 წელს საქართველო-პოლონეთის მეგობრობის სახლი, იგივე, "ქართული სახლი" და პოლონეთის არმიის ქართველ ოფიცერთა მუზეუმი დაფუძნდა.

საქართველოს პრეზიდენტმა პოლონეთის არმიის ქართველ ოფიცერთა მუზეუმის ეზოში სიმბოლურად საქართველოდან ჩატანილი მუხის ხე დარგო და "გოგლას ვაზის" ნაყოფი დააგემოვნა, რომელიც ამავე ეზოში ცნობილმა ქართველმა პოეტმა, ნიკოლოზ მათიკაშვილის ახლო ნათესავმა გიორგი ლეონიძემ წლების წინ დარგო.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge