სპეცოპერაცია ქვემო ფონიჭალაში - დაკავებულია ოთხი პირი
- სამართალი
- 10.11.2017
- 10:44
ქვემო ფონიჭალაში სპეცოპერაციის შედეგად სამართალდამცველებმა, ნარკორეალიზაციის ბრალდებით, ოთხი პირი დააკავეს. ოთხივე დაკავებული საკუთარ საცხოვრებელ სახლებში აიყვანეს - მათგან ორი მამაკაცი ორი კი, ქალია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა, გასაღებას გულისხმობს. უწყების ცნობით, ბოლო პერიოდში ფონიჭალაში სპეცოპერაციების შედეგად 30-მდე ადამიანია დაკავებული.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200