ამინდის ვრცელი პროგნოზი
- საზოგადოება
- 10.11.2017
- 14:32
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 10 ნოემბერს საქართველოში ნარჩუნდება დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი.
11 – 12 ნოემბერს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს, ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +17, +22, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +14, +19 გრადუსამდე მოიმატებს.
რაც შეეხება თბილისს, შაბათ - კვირას უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.