png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

კახა კალაძემ დავით ნარმანიას მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა

  • პოლიტიკა
  • 10.11.2017
  • 16:15
კახა კალაძემ დავით ნარმანიას მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა

თბილისის ახლადარჩეული მერი კახა კალაძე, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან და მთავრობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, დედაქალაქის მერის დავით ნარმანიას საქმიანობის სამწლიანი ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო.

დავით ნარმანიამ პრეზენტაციაზე 2014 წლის აგვისტოდან დღემდე განხორციელებულ პროგრამებსა და პროექტებზე ისაუბრა, რომლითაც დედაქალაქის მერის პოსტზე საკუთარი საქმიანობა დაასრულა.

დედაქალაქის მერმა პრეზენტაციის შემდეგ, თბილისის ახალი მერი წარადგინა და მას მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

„კახა კალაძეს მნიშვნელოვანი ნდობა, საარჩევნო პროგრამა და ძალიან მდიდარი გამოცდილება აქვს. ასევე, აქვს პოტენციალი იმისათვის, რომ დაწყებული პროექტები გააგრძელოს და ძალიან მნიშვნელოვანი ახალი პროექტებიც განახორციელოს. მინდა მას ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო და წარმატება ვუსურვო“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. 

თბილისის ახალმა მერმა კი, სიტყვით გამოსვლისას დავით ნარმანიას გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და დედაქალაქში განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა.

„ვიხილეთ ის შთამბეჭდავი პროექტები, რომლებიც დედაქალაქში 2014 წლიდან განხორციელდა. დავით ნარმანიას ძალიან რთული მემკვიდრეობა დახვდა. დღეს უკვე შემიძლია ღიად განვაცხადო, რომ არსებობს საძირკევი, რომელიც ამ ადამიანმა თბილისის მერიაში შექმნა, რომ ჩვენ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, მნიშვნელოვანი პროექტები განვახორციელოთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ის პროექტები, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში დასახელდა, თბილისელების ჩართულობითა და აქტიურობით განხორციელდება.  

„მზად ვართ, შევეჭიდოთ იმ გამოწვევებს, რომელიც დღეს თბილისელებეს აწუხებთ. ასევე, მინდა მოსახლეობას ვთხოვო, რომ ისინი აქტიურად იყვნენ ჩართული სხვადასხვა პროექტების განხორციელებაში. დარწმუნებული ვარ, მსგავსი მიდგომებით, თბილისი აუცილებლად იქნება სიცოცხლით სავსე ქალაქი“, - განაცხადა ახლადარჩეულმა მერმა.

კახა კალაძე თბილისის მერის უფლებამოსილების განხორციელებას 13 ნოემბრიდან შეუდგება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge