ხაშურში ამომრჩეველთა აქტივობამ 4,13% შეადგინა
- პოლიტიკა
- 12.11.2017
- 11:40
10 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ ხაშურის 35-ე ოლქში 4,13% შეადგინა. ხმის მიცემის პროცესი მშვიდ გარემოში, სერიოზული დარღვევების გარეშე მიმდინარეობს.
საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა ,,ქართული ოცნების" კანდიდატმა გიორგი გურასპაშვილმა.
ხაშურის 35-ეოლქში 52 უბანია გახსნილი და 48 956 ამომრჩევლია რეგისტრირებული. ყველა უბანი 8 საათზე გაიხსნა.
შეგახსნებეთ, რომ დღეს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 6 თვითმმართველ ქალაქსა და თემში მიმდინარეობს. მეორე ტური ტარდება: ქუთაისი, ხაშური, ბორჯომი, ოზურგეთი, ყაზბეგი და მარტვილი.
საქართველოში თვითმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს ჩატარდა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200