png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

სტრუქტურული და საკადრო ცვლილებები მთავრობაში - პრემიერმა მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა წარადგინა

  • პოლიტიკა
  • 13.11.2017
  • 11:19
 სტრუქტურული და საკადრო ცვლილებები მთავრობაში - პრემიერმა მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა წარადგინა

სამთავრობო ცვლილებებისა და სამინისტროების ოპტიმიზაციის შესახებ ინფორმაცია უკვე ოფიცილაური დეტალები ცნობილია. საგანგებო ბრიფინგი მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრმა გამართა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უერთდება ენერგეტიკის სამინისტრო და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბუნებრივი რესურსების მართვის კომპონენტი. უწყებას ფინანსთა ახლანდელი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი. ის ასევე ინარჩუნებს პირველი ვიცე პრემიერის პოსტს.

როგორც გიორგი კვირიკაშვილის პრესკონფერენციიდან გახდა ცნობილი, მთავრობის ახალ შემადგენლობაში აღარ იქნება შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი. მას ამჟამინდელი ეკონომიკის მინისტრი გიორგი გვახარია შეცვლის. 

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ცვლილებების თანახმად, შს სამინისტროში დღეს მოქმედი საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და სახელმწიფოს უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს შერწყმა ხდება. რეორგანიზაციის შედეგად კი, იქმნება საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი, რომელსაც ყოფილი შს მინისტრი უხელმძღვანელებს. 

პრემიერმა ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე ქუმსიშვილის შემცვლელად „საქართველოს რკინიგზის“ ხელმძღვანელის, მამუკა ბახტაძის კანდიდატურა დაასახელა.

ცვლილებების მიხედვით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უერთდება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდობის საქმეთა კომპონენტი, მინისტრის პოსტს კი მიხეილ ჩხენკელი დაიკავებს, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორია.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო  სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სპორტის კომპონენტთან ერთიანდება. კვირიკაშვილის თქმით, მინისტრის თანამდებობას დაიკავებს მიხეილ გიორგაძე.

ოპტიმიზაციას სჭირდება საკანონმდებლო ცვლილებები, რადგან ხდება სამინისტროების გაერთიანება და მათი რაოდენობის შეკვეცა. ასევე კანონმდებლობის თანახმად, მთავრობაში მინისტრების 1/3-ის შეცვლის შემთხვევაში, მთავრობის ახალ შემადგენლობას პარლამენტის მხრიდან ნდობის გამოცხადება სჭირდება.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge