png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

ეს არის ლოგიკური ცვლილება და ევროპული გამოცდილების გაზიარება - ლევან დავითაშვილი

  • პოლიტიკა
  • 13.11.2017
  • 17:00
ეს არის ლოგიკური ცვლილება და ევროპული გამოცდილების გაზიარება - ლევან დავითაშვილი

„სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებული პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება გულისხმობს უფრო მეტად მოქნილი სახელმწიფო აპარატის ჩამოყალიბებას. უნდა მოხდეს მაქსიმალური ოპტიმიზაცია და ეფექტიანი გახდეს მართვა“, - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, რომელმაც ცვლილებებთან დაკავშირებით საუბრისას ევროპულ გამოცდილებაზეც ისაუბრა.

 „გარემოს დაცვის სამინისტროსთან სოფლის მეურნეობის სამინისტროს გაერთიანება ლოგიკური ცვლილება და ევროპული გამოცდილების გაზიარებაა. ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ასეთი პრაქტიკა წარმატებით მუშაობს. ჩვენს შემთხვევაშიც, როდესაც კლიმატური ცვლილებები მნიშვნელოვნად აისახება სოფლის მეურნეობაზე, სატყეო მეურნეობაზე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გარემოს დაცვის კონტექსტში მოხდეს სოფლის მეურნეობის, სოფლის განვითარების, სატყეო მენეჯმენტისა და წყლის რესურსების ეფექტიანი მართვა. პრაქტიკულად ყველა ევროპულ ქვეყანაში სოფლის მეურნეობასთან ერთად ხდება ტყის რესურსების დაცვა, ტყის მენეჯმენტი, რადგან აქ ერთიან ფიტოსანიტარულ მიდგომებზეა საუბარი, ასევე საჭიროა ერთიანი პოლიტიკა ცხოველთა დაცვის კუთხითაც“,  - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, როგორც სოფლის მეურნეობის, ასევე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მიმართულებით, არსებობს არაერთი ნაკისრი ვალდებულება, რომელთა შესრულებაც, საქმიანობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge