„თალიბების“ თავდასხმას 22 ძალოვანი ემსხვერპლა
- მსოფლიო
- 14.11.2017
- 10:38
სულ მცირე 22 ძალოვანი დაიღუპა „თალიბანის“ თავდასხმის შედეგად ავღანეთში. დაჭრილია კიდევ 15 ადამიანი.
მედიის მონაცემებით, თავდასხმა ყანდაგარის პროვინციაში მოხდა. შეტაკება სამხედროებსა და მებრძოლებს შორის ერთ საათს გაგრძელდა.
პოლიციის ინფორმაციით, ტერორისტების იერიში უკანასკნელი წლების განმავლობაში ყველაზე მასშტაბური აღმოჩნდა. სამხედროებმა 40 მებრძოლის ლიკვიდირება მოახერხეს. დაიჭრა 35 თალიბი.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200