png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

მეტად დააფასოთ პოლიციელების შრომა - გიორგი მღებრიშვილი განცხადებას ავრცელებს

  • კომენტარები
  • 14.11.2017
  • 10:47
მეტად დააფასოთ პოლიციელების შრომა - გიორგი მღებრიშვილი განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა ყოფილი  მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ახალ მინისტრ გიორგი გახარიას წარმატებას უსურვებს.

ამასთანავე, ის პოლიციელებსა და მოქალაქეებს მიმართავს და აღნიშნავს, რომ ეს იყო დიდი პასუხისმგებლობა და დიდი ვალდებულება მოქალაქეების, თანამშრომლების და მათი ოჯახების წინაშე!

,,მინდა, მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს ამ ნდობისთვის, მხარდაჭერისთვის. მადლობა ჩემს გუნდს, რომ ყველაზე რთულ მომენტებში, ჩემ მხარდამხარ, 24 საათიან რეჟიმში მუშაობდა იმისთვის, რომ ღირსეულად გავმკლავებოდით გამოწვევებს, განგვეხორციელებინა 21-ე საუკუნის პოლიციის იდეა. ეს გრძელვადიანი პროცესია, თუმცა მისი საფუძველი, ძლიერი ფუნდამენტი უკვე ჩაყრილია. ამ წლების განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა განახორციელა და ბევრი ინოვაციური პროექტი დანერგა. ეს იყო წინგადადგმული ნაბიჯი ახალი ყაიდის, მაღალტექნოლოგიური პოლიციისკენ და ამ რეფორმის შედეგებს თითოეული ჩვენი მოქალაქე იგრძნობს", - აცხადებს მღებრიშვილი და დასძენს, რომ უმჯობესია, გაკეთებული საქმეები პროფესიონალებმა შეაფასონ.

,,მინდა, გთხოვოთ, უფრო მეტად დააფასოთ პოლიციელების შრომა, მათი ოჯახების მიერ გაღებული მსხვერპლი და მათი წვლილი ქვეყნის უსაფრთხოების საქმეში.
თქვენ უკან 40 ათასამდე ადამიანია. მათი უდიდესი უმრავლესობა ღირსეული და საქმისთვის გულანთებული პოლიციელია. ისინი ყოველთვის თქვენ გვერდით იდგებიან მაშინ, როდესაც ყველაზე მეტად გჭირდებათ. ვიცი, რომ თქვენც მათი იმედი გაქვთ, როცა საფრთხის პირისპირ რჩებით…

მადლობას ვუხდი ჩვენს პოლიციელებს, მესაზღვრეებს, მაშველებს, ჯარისკაცებს, სამინისტროს თანამშრომლებს… ჩემთვის დიდი პატივი იყო, რომ 2 წელი მათთან ერთად ვემსახურებოდი საქართველოს!

შინაგან საქმეთა ახალ მინისტრს, ბატონ გიორგი გახარიას კი წარმატებას ვუსურვებ ამ უაღრესად საპასუხისმგებლო საქმეში. ის მაღალი დონის, პროფესიონალი მენეჯერია, პრინციპული პიროვნება და მჯერა, რომ იქნება ღირსეული შინაგან საქმეთა მინისტრი“, – აცხადებს გიორგი მღებრიშვილი, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში პრემიერ-მინისტრის თანაშემწედ და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნად ოფიციალურად დაინიშნა.

მთავრობაში დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებების საკანონმდებლო დონეზე განხორციელების შემდეგ მღებრიშვილი კრიზისების მართვის საბჭოსა და საგანგებო სიტუაციების სააგენტოს გაერთიანებულ სამსახურს უხელმძღვანელებს.

​

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge