დონალდ ტრამპი-უმცროსმა Twitter-ში WikiLeaks-თან მიმოწერა გამოაქვეყნა
- მსოფლიო
- 14.11.2017
- 11:06
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ვაჟმა დონალდ ტრამპი-უმცროსმა დაადასტურა, რომ Twitter-ში მიმოწერა ჰქონდა WikiLeaks-ის წარმომადგენლებთან და რამდენიმე შეტყობინება გამოაქვეყნა.
მანამდე ჟურნალი Atlantic-ი წერდა, რომ ტრამპი-უმცროსი WikiLeaks-თან აშშ-ის წინასაარჩევნო კამპანიის დროს კონტაქტობდა.
პრეზიდენტის ვაჟმა სოციალურ ქსელში მიმოწერის სქრინშოტები გამოაქვეყნა.
კერძოდ, ამერიკის ლიდერის ვაჟმა გამოაქვეყნა WikiLeaks-ის წერილი პოლიტიკურ ფონდზე, რომელიც სთხოვდა, გაევრცელებინა ჰილარი კლინტონის ციტატა, სადაც ის აცხადებდა, რომ სურდა საიტის დამფუძნებლის ჯულიან ასანჟის განადგურებას უპილოტოს დახმარებით, ასევე ითხოვდა უფროსი ტრამპის საგადასახადო დეკლარაციის გამოქვეყნებას.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200