კემერონი: ბრიტანეთი სირიაში ISIS - ის პოზიციების წინააღმდეგ ავიაიერიშებს უნდა შეუერთდეს
- მსოფლიო
- 16.11.2015
- 14:50
დიდი ბრიტანეთი სირიაში ”ისლამური სახელმწიფოს” პოზიციების წინააღმდეგ ავიაიერიშებს უნდა შეუერთდეს, ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კემერონმა ”ბი-ბი-სის” განუცხადა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ამ საკითხის გადასაწყვეტად პარლამენტი უნდა დაითანხმოს. ”ეს არ არის მთავრობისთვის ზიანის მიყენების საკითხი, ეს ჩვენი ქვეყნისა და მსოფლიოში მისი რეპუტაციისთვის ზიანის მიყენების საკითხია”,- აღნიშნა კემერონმა.
დიდი ბრიტანეთი ერაყში ISIS - ის პოზიციების დაბომბვაში მონაწილეობს. თუმცა პარლამენტში სირიაში ტერორისტების წინააღმდეგ ავიადარტყმების შესახებ ჯერ ვერ შეთანხმდნენ.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200