ამინდის პროგნოზი
- საზოგადოება
- 14.11.2017
- 16:55
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი კვირის ბოლომდე შენარჩუნდება.
ჰაერის ტემპერატურა 15–16 ნოემბერს როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში +16, +21 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.
აღმოსავლეთ საქართველოში 17 – 19 ნოემბერს ზოგან წვიმიანი და ნისლიანი ამინდია მოსალოდნელი, შესაბამისად ტემპერატურაც +11, +16 გრადუსამდე დაიკლებს.