png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

კანონპროექტის განხილვის დადგენილი ვადები შესაძლოა გაიზარდოს

  • პოლიტიკა
  • 14.11.2017
  • 18:31
 კანონპროექტის განხილვის დადგენილი ვადები შესაძლოა გაიზარდოს

კანონპროექტის განხილვის დადგენილი ვადები შესაძლოა გაიზარდოს. აღნიშნულ ინიციატივას „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ შესატანი ცვლილებების კანონპროექტი ითვალისწინებს, რომელიც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტზე, საკითხის ერთ-ერთმა ინიციატორმა, პარლამენტის წევრმა ლევან კობერიძემ წარმოადგინა.

მომხსენებლის ინფორმაციით, ცვლილებების მომზადების მიზეზი კანონპროექტების განხილვაში ყველა მიზნობრივი ჯგუფის ჩართვა წარმოადგენს, რაც გარკვეულ დროსთან არის დაკავშირებული. მისი მოსაზრებით, ვადების გახანგრძლივება თვისობრივად  გააუმჯობესებს კანონპროექტის განხილვის შინაარსობრივ მხარეს და სამუშაო პირობებს. რაც შეეხება უშუალოდ ცვლილებებს - წამყვანი კომიტეტისთვის დადგენილი განხილვის ვადა ნაცვლად 3 კვირისა 30 სამუშაო დღემდე იზრდება. რაც შეეხება დაჩქარებული წესით კანონპროექტის განხილვის წესს - წარმოდგენილი ცვლილებებით, პარლამენტის სასესიო პერიოდის დასრულებამდე 10 დღით ადრე მათი მიღება შეუძლებელი იქნება.

გიორგი კახიანს, კანონპროექტების განხილვის დაჩქარებული წესის ცვლილება პრინციპების დონეზეც კი მიუღებლად მიაჩნია.

საკითხთან დაკავშირებით კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებმა მოსაზრებები გამოთქვეს. გამომსვლელები კანონპროექტის განხილვის ვადის გაგრძელების ცვლილებას პრინციპების დონეზე დაეთანხმნენ, თუმცა უშუალოდ ვადებზე განსხვავებული პოზიციები დააფიქსირეს.

კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი კახიანის განცხადებით, წამყვანი კომიტეტისთვის კანონპროექტის განხილვის ვადის 30 სამუშაო დღემდე გაგრძელება ფაქტიურად 6 კვირას მოიცავს, რაც საკმაოდ დიდი ვადაა და გარკვეულ რისკებს შეიცავს. მისი  მოსაზრებით, შესაძლოა აღნიშნული ვადა კომიტეტებმა ბოლომდე გამოიყენონ და ისეთი კანონპროექტები, რომლებიც მხოლოდ ერთი პუნქტის ცვლილებას საჭიროებენ, ხანგრძლივი ვადით გადაიდოს და მათი დროულად განხილვა ვერ მოხერხდეს.

კომიტეტის წევრების მიერ გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, კომიტეტმა პრინციპების დონეზე, კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge