primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 აგვისტო, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 აგვისტო, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge

დავით ბალაძე რეგიონის მთავრობის 3 წლიან მუშაობას დადებით შეფასებას აძლევს

  • ეკონომიკა
  • 16.11.2015
  • 15:38
დავით ბალაძე რეგიონის მთავრობის 3 წლიან მუშაობას დადებით შეფასებას აძლევს

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე რეგიონის მთავრობის 3 წლიან მუშაობას დადებითად აფასებს და განმარტავს, რომ ამ ხნის განმავლობაში აჭარაში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განახორციელება მოხერხდა.

„აქტიურად ვმუშაობთ ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით. ინტენსიურ შეხვედრებს ვმართავთ ჩვენს პოტენციურ ინვესტორებთან, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. წელს საზღვარგარეთ და საქართველოში ჯამში 8 საინვესტიციო ფორუმს გავუწიეთ ორგანიზება და უახლოეს დღეებში ბელარუსში გავმართავთ მსგავს შეხვედრას. ინვესტიციების 2015 წლის 9 თვის შედეგები, წინა წლის ანალოგიურ პერიოდებთან შედარებით საკმაოდ პოზიტიურია“, აღნიშნა დავით ბალაძემ.

მინისტრის თქმით, 2015 წლის 9 თვის ინვესტიციები, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით 42%-ით, ანუ 76.5 მილიონი აშშ დოლარით გაიზარდა.

„წამყვანი სექტორი წელს ენერგეტიკა (39%) და ტურიზმია (35%). მინდა ხაზი გავუსვა, რომ ენერგეტიკაში განხორციელებული ინვესტიციები ბოლო წლებში მზარდი ტენდენციით იცვლება და თუ წინა წლებში წამყვან პოზიციებზე ტურიზმი და მშენებლობა იყო, წელს უკვე ენერგეტიკის სფეროს გაძლიერება შეიმჩნევა, რაც ცალსახად მისასალმებელია“, განმარტა მინისტრმა.

2015 წლის 9 თვის ინვესტიციების მონაცემები 2014, 2013, 2012 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებითაც მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. კერძოდ:

2015 წლის 9 თვის მონაცემები 2012 წლის ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით გაზრდილია 125.2 %-(144.5 აშშ დოლარით).

2015 წლის 9 თვის მონაცემები 2013 წლის ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით გაზრდილია 76.9 %-(113 აშშ დოლარით).

2015 წლის 9 თვის მონაცემები 2014 წლის ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით გაზრდილია 42 %-(76.5 აშშ დოლარით).

„საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 2015 წლის II კვარტალში, 2014 წლის II კვარტალთან შედარებით 15.1%-ით არის გაზრდილი“, აღნიშნა დავით ბალაძემ, რომელიც რეგიონის მაკრო-ეკონომიკური პარამეტრებითაც კმაყოფილია და განმარტავს, რომ 2015 წლის III კვარტლის მონაცემებით აჭარის ა.რ რესპუბლიკური ბიუჯეტი 117 %-ით შესრულდა და 144 810,5 ათასი ლარი შეადგინა.

2015 III კვარტლის მონაცემები, 2012 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 44 %-ით, 44 279 168,6 ლარით გაიზარდა.

„მინდა აღვნიშნო, რომ 2015 წლის აჭარის ა.რ რესპუბლიკურ ბიუჯეტს წინა 3 წლის მსგავსად სოციალური მიმართულება აქვს. ჩვენ ვცდილობთ თითოეული პროგრამა პირველ რიგში რეგიონის მცხოვრებთა საჭიროებას მოვარგოთ. ყოველწლიურად ვითვალისწინებთ თანხებს სოციალური სალხების მშენებლობისთვის და მათ უსასყიდლოდ სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადავცემთ. 2013 – 2015 წლებში 184 ოჯახს გადაეცა ბინა საკუთრებაში. “სოციალურ სახლებში” დამატებით 176 ბინა მოეწყობა“, აღნიშნა დავით ბალაძემ.

 

 

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
  • 13:11
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
  • 12:22
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
  • 11:09
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • 11:43
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
  • 09:22
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
ანა ონიანი - ტრავიატა,  ვერბიეს მუსიკალური ფესტივალი
  • 01:25
ანა ონიანი - ტრავიატა, ვერბიეს მუსიკალური ფესტივალი
ანა ონიანი ვერბიეს ფესტივალის აკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა
  • 21:08
ანა ონიანი ვერბიეს ფესტივალის აკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge