png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

თბილისის მერმა კახა კალაძემ რაიონების გამგებლები წარადგინა

  • პოლიტიკა
  • 15.11.2017
  • 11:39
თბილისის მერმა კახა კალაძემ რაიონების გამგებლები წარადგინა

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის რაიონების გამგებლები წარადგინა.

„დღეს მინდა წარმოგიდგინოთ თბილისის რაიონების გამგებლების განახლებული შემადგენლობა.ეს ადამიანები გახდებიან ქალაქის მთავრობის მთავარი დასაყრდენი თბილისის რაიონებსა და უბნებში. გამგებლები და გამგეობები ასრულებენ უმნიშვნელოვანეს როლს, კონკრეტული რაიონების, კონკრეტული პრობლემების მოგვარებაში“, - აღნიშნა კახა კალაძემ თბილისის მერიაში გამართულ ბრიფინგზე.

დედაქალაქის მერის თქმით, გამგებლებს ყოველდღიური შეხება აქვთ მოქალაქეებთან, მათ პრობლემებთან და ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ იმუშაონ ეფექტურად არსებული გამოწვევების დაძლევის მიზნით. გარდა ამისა, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ გამგებლებს ექნებათ მისგან მაქსიმალური მხარდაჭერა და ყველა წინაპირობა საქმის კეთებისათვის, თუმცა, ამავდროულად იგი იქნება ძალიან მომთხოვნი თითოეული მათგანისადმი და არ დაუშვებს მოქალაქეებისა და ქალაქის პრობლემებისადმი გულგრილ დამოკიდებულებას.

ბრიფინგის დასასრულს დედაქალაქის მერმა გამგებლებს თბილისელებისთვის მიცემული დაპირებების შესრულებასა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

დედაქალაქის რაიონების გამგებლების ახალი შემადგენლობა:

საბურთალოს რაიონი - გაიოზ ვასაძე      

ვაკის რაიონი - ნოდარ ტურძელაძე        

ჩუღურეთის რაიონი - ზურაბ ჩიკვილაძე

დიდუბის რაიონი - ირმა ზავრადაშვილი  

ნაძალადევის რაიონი - ირაკლი ხელაძე      

გლდანის რაიონი - ბექა მიქაუტაძე

კრწანისის რაიონი - ლევან ჯაფარიძე

მთაწმინდის რაიონი - დავით კირკიტაძე

ისნის რაიონი - კახა ლაბუჩიძე

სამგორის რაიონი - დავით კერესელიძე

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge