აუქციონზე 163-კარატიანი ბრილიანტი რეკორდულ ფასად გაიყიდა
- ეს საინტერესოა
- 15.11.2017
- 11:44
უნიკალური სამკაული, 163-კარატიანი ბრილიანტის თვლით Christie's-ის აუქციონზე რეკორდულ ფასად 33,7 მლნ დოლარად გაიყიდა.
უზადო ბრილიანტი ყელსაბამშია ჩასმული. მის გარდა სამკაულს ამშვენებს მცირე ზომის 18 ბრილიანტის ქვა და 66 მსხლის ფორმის ზურმუხტი.
სამკაული საიუველირო სახლმა de GRISOGONO-მა ერთ ეგზემპლარად დაამზადა. თავად ბრილიანტი 404-კარატიანი ალმასიდან შექმნეს, რომელიც ანგოლაში 2016 წელს იპოვეს. მის დამუშავებას 11 თვე დასჭირდა. დამზადებაზე კი ათი ექსპერტ-იუველირი მუშაობდა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200