png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

სასამართლომ მამაკაცს ყოფილ ცოლთან მიახლოება და ნებისმიერი სახით კომუნიკაციის დამყარება აუკრძალა

  • სამართალი
  • 15.11.2017
  • 14:30
 სასამართლომ მამაკაცს ყოფილ ცოლთან მიახლოება და ნებისმიერი სახით კომუნიკაციის დამყარება აუკრძალა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე შემაკავებელი ორდერი გამოსცა.

სასამართლომ მიიჩნია, რომ ყოფილი ქმარი ფსიქოლოგიურად ძალადობდა ქალზე, რის გამოც ეს უკანასკნელი განიცდიდა მუდმივ შიშს.

„სასამართლომ ქალის ყოფილი მეუღლე, მოძალადედ მიიჩნია და მსხვერპლთან, მათ შორის მის სამსახურთან 2 მეტრის რადიუსით მიახლოება აუკრძალა. მოძალადეს, ასევე აეკრძალა, მსხვერპლთან ნებისმიერი სახით ურთიერთობა, მათ შორის სატელეკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით. სასამართლომ მიიჩნია, რომ ყოფილი ქმარი ფსიქოლოგიურად ძალადობდა ქალზე, რის გამოც ეს უკანასკნელი განიცდიდა მუდმივ შიშს. სასამართლომ, 6 თვის ვადით გამოსცა დამცავი ორდერი, რომლითაც ოჯახში ძალადობის შემთხვევაში, მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიება განისაზღვრა.

დამცავი ორდერი ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი მექანიზმია. მოძალადის მიერ დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა, იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობასაც. მიმდინარე წლის 7 ნოემბრის მდგომარეობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნით 171-მა განმცხადებელმა მომართა; გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე სასამართლოსთვის მომართვიანობამ 16,3%-ით იმატა“, – ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge