png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

ჩვენ უნდა ვიყოთ მრავალეთნიკური, მრავალკულტურული სახელმწიფოს მაგალითი - ქეთევან ციხელაშვილი

  • პოლიტიკა
  • 15.11.2017
  • 16:20
 ჩვენ უნდა ვიყოთ მრავალეთნიკური, მრავალკულტურული სახელმწიფოს მაგალითი - ქეთევან ციხელაშვილი

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი კონფერენციაზე, „რელიგიური ტოლერანტობა საქართველოში“,  სიტყვით გამოვიდა.  

კონფერენციაში, რომელიც რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდა, მონაწილეობდნენ რელიგიური ორგანიზაციების ლიდერები,  პარლამენტისა და მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსისა და უნივერსიტეტების წარმომადგენლები.

„საქართველო მართლაც გამორჩეული ტრადიციის ქვეყანაა ეთნიკური, რელიგიური თუ კულტურული მრავალფეროვნების თვალსაზრისით", - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა კონფერენციაზე, „რელიგიური ტოლერანტობა საქართველოში", სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

ციხელაშვილის შეფასებით, ესაა უნიკალური სიმდიდრე, რომელიც საქართველოს გააჩნია. 

,,ჩვენი აპარატის ძალისხმევა მიმართულია იქითკენ, რომ თითოეული მოქალაქე, განურჩევლად ეთნიკური თუ რელიგიური წარმომავლობისა, თანასწორად იყოს ჩართული ქვეყნის ცხოვრების ყველა სფეროში. ამ მიზანს ვემსახურებით. მომავალში, ჩვენი სახელმწიფო, ყველა სტრუქტურისა და რა თქმა უნდა, ჩვენი საზოგადოების თანამშრომლობით, გააგრძელებს იმ მიზნისაკენ სვლას, რასაც ჩვენი ტოლერანტული გარემოს შენარჩუნება და სამომავლო გამყარება ჰქვია. ჩვენ მართლაც უნდა ვიყოთ რეგიონში და შესაძლოა, მის ფარგლებს გარეთაც მაგალითი მრავალეთნიკური, მრავალკულტურული, ევროპული ტიპის დემოკრატიული და განვითარებული სახელმწიფოსი,“ - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

კონფერენციის მიზანი საზოგადოებაში ტოლერანტობის კულტურის ამაღლება იყო. მონაწილეთა მოხსენებებში ხაზგასმული იყო  საქართველოში შემწყნარებლობის, როგორც მრავალსაუკუნოვანი ტრადიციის არსებობა და ის გამოცდილება, რაც ამ თვალსაზრისით რელიგიურ ორგანიზაციებს გააჩნიათ.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge