png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

დღეს მთელ ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს აღვნიშნავთ - პრეზიდენტი

  • პოლიტიკა
  • 16.11.2017
  • 13:27
 დღეს მთელ ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს აღვნიშნავთ - პრეზიდენტი

,,თავისუფალი, ევროპული საქართველოს შენებისას სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ საზოგადოების ყველა ჯგუფს, თითოეულ ინდივიდს, მიუხედავად სხვათაგან განსხვავებულობისა, ჰქონდეს განცდა, რომ ამ პროცესის მონაწილე და შემოქმედია", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოს კულტურული მრავალფეროვნების, განსხვავებულ ტრადიციათა და ადამიანთა ინდივიდუალობის მიღება, გაგება და პატივისცემა აუცილებელი პირობაა თანხმობის, მშვიდობისა და საყოველთაო განვითარების საზოგადოების ასაშენებლად.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადება ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

,,დღეს მთელ ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს აღვნიშნავთ.

განსხვავებულის მიღება თავისუფლებისა და შინაგანი ძალის გამოვლინებაა. ამ თავისუფლების გაძლიერება - საზოგადოების განვითარების საწინდარია.

თავისუფალი, ევროპული საქართველოს შენებისას სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ საზოგადოების ყველა ჯგუფს, თითოეულ ინდივიდს, მიუხედავად სხვათაგან განსხვავებულობისა, ჰქონდეს განცდა, რომ ამ პროცესის მონაწილე და შემოქმედია. ჩვენი კულტურული მრავალფეროვნების, განსხვავებულ ტრადიციათა და ადამიანთა ინდივიდუალობის მიღება, გაგება და პატივისცემა აუცილებელი პირობაა თანხმობის, მშვიდობისა და საყოველთაო განვითარების საზოგადოების ასაშენებლად.

ტოლერანტობა ჩვენი ხანგრძლივი ისტორიის უწყვეტი ტრადიციაა. საუკუნეთა მანძილზე ამ მიწაზე უპრობლემოდ ცხოვრობდნენ და ცხოვრობენ სხვადასხვა ეროვნების, რელიგიისა თუ სხვა ნიშნით განსხვავებული ადამიანები, რომლებიც ერთად ქმნიან ჩვენი საერთო სამშობლოს ხვალინდელ დღეს.

ამ ფასდაუდებელი მემკვიდრეობის შესაბამისად, უნდა ვიზრუნოთ, რომ ტრადიციებმა ახალ დროში ახალი სიცოცხლე შეიძინოს, რომ საქართველო მუდამ იყოს ისეთი, როგორადაც მას დიდი ილია აღწერს: მშვიდობის - მყოფელი სავანე და სინდისის თავისუფლების ადგილი ყველასათვის", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge