სუს-ის უფროსი იაპონიის ელჩს შეხვდა
- პოლიტიკა
- 16.11.2017
- 15:04
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა საქართველოში იაპონიის ელჩთან, ტადაჰარუ უეჰარასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
მხარეებმა ორი ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურებს შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს.
შეხვედრისას საუბარი შეეხო როგორც მსოფლიოში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ტენდენციებსა და გამოწვევებს, ასევე სამომავლო ორმხრივი თანამშრომლობის განმტკიცების პერსპექტივებს.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200