Zara-ს მაღაზიების მომხმარებლებმა ტანსაცმელზე უჩვეულო წარწერები აღმოაჩინეს
- მსოფლიო
- 16.11.2017
- 16:00
სტამბოლში ესპანური ქსელის Zara-ს მაღაზიების მომხმარებლებმა ტანსაცმელზე აღმოაჩინეს უჩვეულო იარლიყები, რომლებზეც ეწერა: „ნივთი, რომლის ყიდვასაც აპირებთ, ჩემი დამზადებულია, მაგრამ ფული არ გადამიხადეს!“
იარლიყები დატოვეს ადგილობრივი კომპანია Bravo Tekstil-ის თანამშრომლებმა, რომელიც Zara-ს, Next-ისა და и Mango-სთვის ტანსაცმელს უშვებს.
ეს ფირმა მოულოდნელად 2016 წლის ივლისში გაკოტრდა. მისი თანამშრომელბი კი ამტკიცებენ, რომ არ გადაუხადეს იმ სამუშაოსთვის, რომელიც გაკოტრებამდე შეასრულეს.
დღეს ისინი Zara-ს ხელმძღვანელობას დავალიანების კომპენსირებას სთხოვენ.
Zara-ს მფლობელმა ესპანურმა ჯგუფმა Inditex-მა განაცხადა, რომ Bravo Tekstil-ს ფული გადაუხადა, მაგრამ თანხა თანამშრომლებამდე არ მივიდა.
ესპანური ჰოლდინგი Inditex-ი ტანსაცმლის ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელია, მას ეკუთვნის 7 400-ზე მეტი მაღაზია, სადაც დაახლოებით 162 ათასი ადამიანია დასაქმებული.
Zarа-ს ბრენდი კრიტიკის ქარცეცხლში ადრეც მოექცა, მას წარმოებაში მონურ და ბავშვთა შრომის გამოყენებაში ადნაშაულებდნენ, ასევე სირიელი ლტოლვილების ექსპლუატაციაში.
Inditex-ის ხელმძღვანელობამ ამ ბრალდებების გადახედვისა და შრომის პირობების ზედამხედველობის პირობა დადო.