ქაბულის ტერაქტზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო
- მსოფლიო
- 16.11.2017
- 16:46
„ისლამურმა სახელმწიფომ“ ქაბულში მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა აიღო.
აფეთქება ერთ-ერთი რესტორნის სიახლოვეს მოხდა. ინციდენტის შედეგად დაიღუპა 18 ადამიანი, რომელთაგან 8 პოლიციელია. დაჭრილია კიდევ 10 ადამიანი.
ასაფეთქებელი მოწყობილობა მოქმედებაში თვითმკვლელმა ტერორისტმა იმ დროს მოიყვანა, როდესაც შენობიდან ხალხი გამოდიოდა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200