png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ჩოგოვაძე: საბავშვო ევროვიზიის გამართვით მსოფლიოს ვაჩვენებთ როგორი უსაფრთხო ქვეყანა ვართ

  • ეკონომიკა
  • 17.11.2017
  • 15:21
 ჩოგოვაძე: საბავშვო ევროვიზიის გამართვით მსოფლიოს ვაჩვენებთ როგორი უსაფრთხო ქვეყანა ვართ

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში საბავშვო ევროვიზიის კონკურსთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა. მასშტაბური საერთაშორისო ღონისძიების ბოლო დეტალების და დასკვნითი სამუშაოების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ, 2017 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსის აღმასრულებელმა პროდიუსერმა სერგი გვარჯალაძემ, საზოგადოებრივი მაუწყებლის მედიის და კომუნიკაციების დირექტორმა თინათინ ბერძენიშვილმა, კონკურსის კრეატიულმა რეჟისორმა – გორდონ ბონელომ და შოუს წამყვანებმა: ლიზი ჯაფარიძემ და ელენე კალანდაძემ მიაწოდეს.
პრესკონფერენციის შემდეგ ჟურნალისტებმა ორგანიზატორებთან ერთად საკონცერტო დარბაზი დაათვალიერეს და მიმდინარე სამუშაოებს გაეცნენ.
საბავშვო ევროვიზიის კონკურსის ჩატარების მნიშვნელობაზე საუბრობს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხემძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე:
„საბავშვო ევროვიზიის საქართველოში გამართვით ჩვენ მსოფლიოს კიდევ ერთხელ ვეუბნებით, თუ როგორი საინტერესო და უსაფრთხო ქვეყანა ვართ. კონკურსი ტარდება პროექტ „Check in Georgia-ს“ ფარგლებში. თვითონ პროექტი ითვალისწინებს და ემსახურება ჩვენი ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას და პოპულარიზაციის გაზრდას მსოფლიო მასშტაბით. ამ შოუს პირდაპირი ტრანსლირება მოხდება 20 ქვეყანაში. როგორც იცით 2016 წელს ჩვენ მე-6 მილიონე საერთაშორისო მოგზაურს დავხვდით, და 2017 წლის ბოლოს უკვე დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მეშვიდემილიონ საერთაშორისო მოგზაურს მივიღებთ.“– განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.
ღონისძიების დეტალების შესახებ ისაუბრა საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსის აღმასრულებელმა პროდიუსერმა სერგი გვარჯალაძემ: “ეს არის მე-15, საიუბილეო საბავშვო ევროვიზია, ამ ღონისძიებაში 16 სახელმწიფო მონაწილეობს. სატელევიზიო ტრანსლაცია ოცამდე ქვეყანაში განხორციელდება. პროგრამა ოფიციალურად 20 ნოემბრიდან იწყება, ამ პერიოდში ჩამოვლნენ კონკურსის მონაწილე ბავშვები და დელეგაციები. დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიება, მათ შორის სოციალური ხასიათის. 25 ნოემბერს გაიმართება გენერალური რეპეტიცია. ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ რეჟიმში. ბილეთები იყიდება ეტაპობრივად. ამ ღონისძიებაზე არ იქნება მოსაწვევები. სულ 2500 ადამიანი ეტევა დარბაზში. დარწმუნებული ვარ დიდი ინტერესი იქნება.“ განაცხადა სერგი გვარჯალაძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge