png.ge
png.ge
png.ge
16+
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში წიგნის მუზეუმი გაიხსნა

  • პოლიტიკა
  • 17.11.2017
  • 16:51
საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში წიგნის მუზეუმი გაიხსნა

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის პირველ კორპუსში წიგნის მუზეუმის გახსნას განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშიდაესწრო.

როგორც ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი კეკელიძემ აღნიშნა, წიგნის მუზეუმი არის ბოლო ათწლეულების ყველაზე მასშტაბური პროექტი ამ სფეროში. მისი თქმით, მუზეუმი კავკასიაში უდიდესი და ევროპაში ერთ–ერთი საუკეთესოა როგორც ვიზუალური, ისე თვისობრივი თვალსაზრისით. მისივე ინფორმაციით, ეს არის ქვეყანაში დაცული ძვირფასი წიგნების პირველი მუდმივმოქმედი გამოფენა, რომელიც ოთხ ნაწილადაა წარმოდგენილი:

· საკუთრივ იშვიათი გამოცემების მუზეუმი, სადაც სიძველით და ფორმით გამორჩეული წიგნებია წარმოდგენილი – მაგალითად ქართულ-იტალიური ლექსიკონი (1629), ვახტანგის სტამბის გამოცემები, ინკუნაბულა;
· „ვეფხისტყაოსნის" მუზეუმი – აქ წარმოდგენილია პოემის ყველა გამოცემა ქართულ და უცხოურ ენებზე; 
· ილიას დარბაზი – ილია ჭავჭავაძის კაბინეტის ექსპოზიცია, მისი პირადი ნივთებითა და ბიბლიოთეკით;
 ბროსეს საცავი – ულტრათანამედროვე საცავი, აღჭურვილი შესაბამისი კლიმატ–კონტროლის აპარატურით. 

ქვეყნის მთავარი ბიბლიოგრაფიული განძის - ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული იშვიათი გამოცემებისთვის ულტრათანამედროვე საცავის და მუზეუმის გამართვა ბიზნესის თანადგომით გახდა შესაძლებელი. „ამჯერად ეროვნული ბიბლიოთეკის პარტნიორი იყო „დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდი". ამ ფონდის მხარდაჭერით მოხდა იმ იდეის განხორციელება, რომელიც ჯერ კიდევ გალაკტიონმა გამოთქვა წლების წინ", - განაცხადა გიორგი კეკელიძემ.

მარიამ ჯაშმა მადლობა გადაუხადა თითოეულ ადამიანს, ვინც საუკუნეების მანძილზე დღემდე შემოინახა უდიდესი ეროვნული განძი. „ახლო წარსულში თბილისში მიმდინარე სამოქალაქო დაპირისპირების დროს ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა განსაკუთრებული სიყვარულით და თავდადებით შემოინახეს და დაიცვეს ჩვენი უნიკალური ექსპონატები. ჩემი დიდი სურვილია, უფრო მეტი დაფასება ჰქონდეთ იმ ადამიანებს, რომლებიც იცავენ საქართველოს ეროვნულ საგანძურებს", - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

მან, ასევე, მადლობა გადაუხადა ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელს, გიორგი კეკელიძეს და მის თანამოაზრეებს ამ ინიციატივისთვის, იდეის მხარდამჭერს - „დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდსა" და მის ხელმძღვანელს. „ეს არის საქმე, რომელიც თაობებს დარჩება თქვენი სახელით", - მიმართა მან დავით ბეჟუაშვილს.

მარიამ ჯაშს მიაჩნია, რომ კიდევ უფრო მეტად უნდა გაძლიერდეს ეროვნული ბიბლიოთეკის განსაკუთრებული როლი. „კანონის დონეზე ჩვენ უნდა მივანიჭოთ ეროვნულ ბიბლიოთეკას საბიბლიოთეკო საქმის მართვის მთავარი მეთოდური ოფისის ფუნქცია, რადგან ისეთი გამოცდილება, რომელიც ამ შენობაში და ამ დაწესებულების სხვადასხვა შენობებში არის დაგროვილი, განსაკუთრებით ბოლო პერიდში, გიორგი კეკელიძის ხელმძღვანელობის განმავლობაში, ეს არის უნიკალური და ჩვენ იგი უნდა გადავცეთ ყველა მუნიციპალიტეტში მოქმედ ბიბლიოთეკებს", - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge