primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
17 აგვისტო, 2026, ორშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
17 აგვისტო, 2026, ორშაბათი
primenewsgeorgia.ge

რომან პოლანსკის ცოლის მკვლელობაში ბრადებული სერიული მკვლელი ჩარლზ მენსონი ციხეში გარდიაცვალა

  • მსოფლიო
  • 20.11.2017
  • 10:39
რომან პოლანსკის ცოლის მკვლელობაში ბრადებული სერიული მკვლელი ჩარლზ მენსონი ციხეში გარდიაცვალა

ამერიკელი სერიული მკვლელი ჩარლზ მენსონი, რომელსაც სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, ციხეში 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ გამოცემა TMZ იუწყება.

მენსონმა 1960-იან წლებში კალიფორნიაში ჩამოაყალიბა სექტა. მას სურდა რასობრივი ომი წამოეწყო ამერიკაში. ქადაგებდა, რომ ადამიანის მკვლელობა არის უდიდესი კეთილშობილება და არა ბოროტება, რადგან ადამიანის სულს ხორცისგან გათავისუფლება და ზეცაში დამკვიდრება სურს.

1969 წელს მენსონმა თავის სექტის  წევრებთან ერთად, რომელსაც „ოჯახს“ უწოდებდა, ლოს-ანჯელესში რეჟისორ რომან პოლანსკის 8 თვის ორსული ცოლი - მსახიობი შერონ ტეიტი და მისი ოთხი მეგობარი სასტიკად მოკლა.

“ოჯახი“ ღია იყო ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც სწამდა, რომ სიცოცხლე ტანჯვა იყო, სიკვდილი კი შვების მომტანი თავისუფლება. 28 – წევრიან ოჯახში, სუზან ატკინსი, ლინდა კასაბიანი, პატრიცია კრინვინკელი და ჩარლზ ვატსონი გამოირჩეოდნენ. სწორედ მათ უკავშირდებოდა ის მკვლელობები, რომლებიც ამერიკის თანამედროვე ისტორიაში სამუდამოდ შევიდა.

1969 წლის 8 აგვისტოს, ჩარლზ მენსონმა ისინი ცნობილი მუსიკოსის ტერი მელჩერის ნაქირავებ სახლში გააგზავნა (ეს იყო ადამიანი, რომელსაც მენსონი უშედეგოდ სთხოვდა მისი მუსიკალური კარიერისთვის ხელის შეწყობას).
დავალება ასეთი იყო: „გაანადგურეთ ყველა და ყველაფერი, რასაც იქ ნახავთ და რაც შეიძლება სასტიკად“.

ტერი მელჩერი იქ აღარ ცხოვრობდა, სახლს ახალი ბინადრები ჰყავდა: ცნობილი რეჟისორი რომან პოლანსკი და მისი 8 თვის ორსული მეუღლე შერონ ტეიტი, მაგრამ მენსონმა და მისმა ოჯახმა ამის შესახებ მხოლოდ მკვლელობის შემდეგ, ტელევიზიით შეიტყო. 8 აგვისტოს ღამეს მათი მსხვერპლი აღმოჩნდა ყველა, ვინც კი ლოს – ანჯელესში, ციელო დრაივზე, N 10050 ბინაში იმყოფებოდა: ორსული შერონ ტეიტი, ცნობილი სტილისტი ჯეი სებრინგი, რომან პოლანსკის საუკეთესო მეგობარი ვოჯჩიც ფრიკოვსკი და მისი მეგობარი ქალი აბიგაილ ფოლგერი. მენსონის მიერ ორგანიზებულ მკვლელობას ჩარლზ ტექს ვატსონი ხელმძღვანელობდა. სახლში შესვლამდე, მან ტელეფონის ხაზები გადაჭრა და სიგნალიზაცია ჩაახშო. გოგონები ფანჯრიდან შეიპარნენ. ჯერ ვოჯჩიცი დაინახეს. მას მისაღებ ოთახში ეძინა, აბიგაილიც იქვე – ბუხართან წიგნს კითხულობდა. შერონი და ჯეი საძინებელში საუბრობდნენ. მკვლელებმა ისინი თეთრი, დაგრეხილი ბაწრით გადააბეს. ჯეი შერონს გამოესარჩლა, ორსულად არის, ის მაინც დაინდეთო, მაგრამ მისმა სიტყვებმა ისე განარისხა ვატსონი, რომ მაშინვე 22 – კალიბრიანი რევოლვერით, შუბლში ორი გასროლით სიცოცხლე მოუსწრაფა. ვიჯჩიცს ჯერ ხელები შეუკრეს და ისე აწამეს. ის მეორე მსხვერპლი აღმოჩნდა. აბიგაილი ოთახიდან გაიქცა, თუმცა პატრიციამ მაინც მოახერხა ეზოში მისი დაჭერა. ვატსონი ჯერ დანით გაუსწორდა, შემდეგ კი იარაღი ესროლა. ორსულმა შერონმა ყველაზე დიდხანს იცოცხლა, მაგრამ მენსონების წინაშე ისიც უძლური აღმოჩნდა. ვატსონმა მას 16- ჯერ დაარტყა.

მენსონი ასევე დამნაშავედ ცნეს ორ სხვა მკვლელობაშიც. მას და მის სამ თანამზრახველს სიკდილი მიუსაჯეს, მაგრამ ვიდრე განაჩენს სისრულეში მოიყვანდნენ, კალიფორნიაში 1972 წელს სიკვდილით დასჯა გაუქმდა და ვერდიქტი დამნაშავეებს სამუდამო პატიმრობით შეეცვალათ.

შერონის დამ დებრა ტეიტმა გამოცემას განუცხადა, რომ მას ციხიდან დაურეკეს და აცნობეს, რომ მსჯავრდებული კვირას ადგილობრივი დროით საღამოს 20.13 საათზე გარდაიცვალა.

 

 

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ეს წერილი გამომიგზავნეს ბიძინა ივანიშვილის დავალებით. ხვალ გავავრცელებ ვრცელ წერილს -  ირაკლი ღარიბაშვილი
  • 16:34
ეს წერილი გამომიგზავნეს ბიძინა ივანიშვილის დავალებით. ხვალ გავავრცელებ ვრცელ წერილს - ირაკლი ღარიბაშვილი
ირანის დამარცხების შემდეგ, ჰორმუზის სრუტეს ამერიკის ტერიტორიად გამოვაცხადებ - ტრამპი
  • 12:00
ირანის დამარცხების შემდეგ, ჰორმუზის სრუტეს ამერიკის ტერიტორიად გამოვაცხადებ - ტრამპი
ეროვნული არქივის ვებგვერდზე შალვა გოქაძის საავტორო კოლექცია განთავსდა
  • 08:50
ეროვნული არქივის ვებგვერდზე შალვა გოქაძის საავტორო კოლექცია განთავსდა
საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროსა და პორტუგალიასთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო
  • 08:46
საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროსა და პორტუგალიასთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
  • 15:54
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
  • 16:04
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
  • 13:27
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
  • 13:27
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge