სამედიცინო ვერტმფრენის კატასტროფას 3 ადამიანი ემსხვერპლა
- მსოფლიო
- 20.11.2017
- 11:24
ამერიკის არკანზასის შტატში სამედიცინო დახმარების ვერტმფრენი ჩამოვარდა.
თვითმხილველთა თქმით, ვერტმფრენი საავტომობილო გზასთან წყალსაცავის ახლოს ჩავარდა.
მაშველებს ინციდენტის ადგილზე ცეცხლში გახვეული ვერტმფრენი და სამი გარდაცვლილი დახვდათ. პოლიციის განცხადებით ბორტზე პაციენტები არ იმყოფებოდნენ.
ვერტმფრენი ქალაქ პაინ-ბლაფიდან ქალაქ ჰელენის მიმართულებით მიფრინავდა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200