ელისაბედ მეორე და პრინცი ფილიპი ქორწინებიდან 70 წლისთავს აღნიშნავენ
- მსოფლიო
- 20.11.2017
- 13:01
დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე და პრინცი ფილიპი დღეს ქორწინების 70 წლისთავს აღნიშნავს.
ამ ღირშესანიშნავ მოვლენასთან დაკავშირებით ბიკინგემის სასახლემ სამეფო წყვილის ახალი პორტრეტი წარმოადგინა.
პლატინის ქორწილს სამეფო წყვილი უინძორის სასახლეში სადღესასწაულო ვახშმით აღნიშნავს, რომელსაც მხოლოდ ახლო ნათესავები და მეგობრები დაესწრებიან. ოქტომბერში ბუკინგემის სასახლეში განაცხადეს, რომ ამ მოვლენასთან დაკავშირებით არანაირი ღონისძიება არ იგეგმება.
ამის გარდა ელისაბედ მეორე და პრინცი ფილიპი ვესტმინსტერის სააბატოს სამრეკლოზე ზარებს დარეკავენ, სადაც 1947 წელს ქორწინების ცერემონია გაიმართა.
ელისაბედ მეორე 91 წლისაა, მისი მეუღლე კი - 96-ის. მათი ქორწინება 1947 წლის 20 ნოემბერს შედგა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200