ბათუმში, საცხოვრებელ სახლში, ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს
- სამართალი
- 20.11.2017
- 15:29
ბათუმში, ბარცხანის დასახლებაში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, ცოტა ხნის წინ, ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიას ადგილობრივებმა აცნობეს.
შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების უფროსის განცხადებით, ახალგაზრდა ქალი დაახლოებით 5 საათის გარდაცვლილია. ვცდილობთ დამატებითი ინფორმაციის მოპოვებას შინაგან საქმეთა სამინისტროში.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200