png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო გმობს ბათუმში არქეოლოგიური ნაშთების მიზანმიმართულ დაზიანებას

  • საზოგადოება
  • 20.11.2017
  • 15:32
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო გმობს ბათუმში არქეოლოგიური ნაშთების მიზანმიმართულ დაზიანებას

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო გმობს ბათუმში, საკომუნიკაციო არხის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობისას გარკვეული პირების მიერ არქეოლოგიური ნაშთების მიზანმიმართულ დაზიანებას. 

როგორც სააგენტოში აცხადებენ, ვანდალური ქმედების მიმართ უმკაცრეს რეაგირებას აპირებენ. 

„ჩადენილი ქმედების სიმძიმისა და დაზიანების ხარისხის განსასაზღვრად, სააგენტოს მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლების ჯგუფი დღესვე გაემგზავრა ბათუმში, რომელიც სათანადო ანგარიშს მოამზადებს. მომზადებული დოკუმენტის საფუძველზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო სამართლებრივი მოკვლევისა და პასუხისმგებლობის განსაზღვრის მოთხოვნით შესაბამის სამართალდაცვით უწყებებს მიმართავს. 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად, სააგენტოს არქეოლოგები დღის ბოლოს დაიწყებენ ადგილზე გამოვლენილი შრის არქეოლოგიურ შესწავლას. დაგეგმილია თხრილის გაწმენდითი სამუშაოები, რათა მისი არქეოლოგიური კონტექსტის დადგენა მოხდეს.

უბანზე სამშენებლო-სარებილიტაციო პროცესი შეჩერებულია და არქეოლოგიური კერის სრულ შესწავლამდე არ განახლდება. წინასწარი ვარაუდის მიხედვით, ნაპოვნი ქვევრი მე-11 საუკუნის პერიოდს ეკუთვნის. 

ამასთან, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს კულტურული მემკვიდრეობის მიმართ საზოგადოების ნებისმიერი წევრის მხრიდან გამოვლენილი არამართლზომიერი ქმედების მიმართ შეურიგებელი პოზიცია ექნება და კანონის სრული სიმკაცრით იმოქმედებს“, – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

ცნობისთვის, ქვევრი თამარ მეფის დასახლებაში, ე.წ. თამარის ციხიდან 300 მეტრში, მიწაში იპოვეს. ის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დასაქმებულმა დააზიანეს.

ამ დროისთვის შემთხვევის ადგილას სარებილიტაციო სამუშაოები შეჩერებულია და არქეოლოგიური კერის სრულ შესწავლამდე არ განახლდება. 

მომხდარის ამსახველი კადრები სოციალური ქსელით გავრცელდა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
  • 16:44
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
  • 13:08
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge