Forbes -მა ბიონსე წლის ყველაზე მაღალანაზღაურებად მომღერლად დაასახელა
- მსოფლიო
- 21.11.2017
- 13:15
ამერიკელი მომღერალი ბიონსე ჟურნალ Forbes-ის ვერსიით, ყველაზე მაღალანაზღუარებად მომღერლად დასახელდა. 2017 წლის შედეგებით მან 105 მლნ დოლარი გამოიმუშავა.
ამ თანხაში შედის სახსრები, რომელიც ალბომ Lemonade-ს გაყიდვიდან მიიღო, ასევე საკონცერტო ტურის Formation-დან მიღებული შემოსავალი. ამის გარდა 36 წლის მომღერალი ფლობს ტანსაცმლის საკუთარ ხაზს.
Forbes -ის რეიტინგში მეორე ადგილი დაიკავა ბრიტანელმა მომღერალმა ადელმა, რომელმაც 2017 წელს 69 მლნ დოლარი გამოიმუშავა. მესამე ადგილი კი წილად ხვდა ტეილორ სვიფტს - 44 მლნ დოლარის შემოსავლით.
კანადელმა შემსრულებელმა სელინ დიონმა მეოთხე ადგილი დაიკავა, მეხუთე კი პოპ-ვარსკვლავი ჯენიფერ ლოპესი.
მეექვსე ადგილზე განთავსდა 71 წლის ამრიკელი ქანთრი მომღერალი დოლი პარტონი, ათეულის ბოლო ადგილს იკავებს 75 წლის ბარბარა სტრეიზანდი.