რუსი ჟურნალისტი უკრაინიდან გააძევეს
- მსოფლიო
- 21.11.2017
- 16:28
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსი ჟურნალისტი იგორ პეტრაშევიჩი რუსეთის ფედერაციაში გააძევა და მას ქვეყანაში შესვლა სამი წლით აუკრძალა.
უწყების განცხადებით, პეტრაშევიჩი უკრაინაში რუსული მედიისთვის, კერძოდ „ახალი „ამბების ფედერალური სააგენტოს“ "Rusvesna.Su"-სა და "Riafan.Ru-სთვის მუშაობდა. რედაქციების დაკვეთით ის ამზადებდა უკრაინის შესახებ მასალებს.
უწყებისვე განცხადებით, ჟურნალსიტი თავის მასალებში შეგნებულად და უსაფუძვლოდ აზიანებდა უკრაინის სახელმწიფო ორგანოების ავტორიტეტს, ამახინჯებდა ისტორიულ ფატქებს და ახდენდა უკრაინის დისკრედიტაციას საერთაშორისო არენაზე.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200