უამინდობის გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით რამდენიმე რეისი გაუქმდა
- საზოგადოება
- 22.11.2017
- 09:42
უამინდობისა და ძლიერი ქარის გამო გვიან ღამით ვერ განხორციელდა რამდენიმე რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით.
გაუქმდა მოსკოვი-თბილისის რეისი, კიევიდან მომავალი თვითმფრინავის მგზავრები კი, დედაქალაქის ნაცვლად ქუთაისში ჩაფრინდნენ. მგზავრები ამავე თვითმფრინავით თბილისის მიმართულებით მოგვიანებით გამოემგზავრნენ.
ძლიერი წვიმისა და ქარის გამო დაგვიანებით მოუწიათ მგზავრებს ჩამოსვლა თბილისში სტამბოლიდანაც.