ტელემაგნატი პირადმა მცველმა მოკლა
- მსოფლიო
- 22.11.2017
- 11:08
მექსიკისა და ლათინური ამერიკის Televisa-ს სატელევიზიო ქსელში შემავალი ტელესაკომუნიკაციო კომპანია Izzi Telecom-ის ხელმძღვანელი ადოლფო ლაგოს ესპინოსა თავისმა პირადმა მცველმა შემთხვევით მოკლა. ინციდენტი იმ დროს მოხდა, როდესაც დაცვის წევრი ძარცვის აღკვეთას ცდილობდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ველოსიპედით სეირნობისას მძარცველები ლაგოსისთვის და მისი მეგობრისთვის ველოსიპედის წართმევას ცდილობდნენ.
პირადი მცველი შეეცადა ძარცვისთვის ხელი შეეშალა და დამნაშავეებს ცეცხლი გაუხსნა. ამასთან დაიჭრა ერთ-ერთი თავდამსხმელიც.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200