png.ge
png.ge
png.ge
16+
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბრიუსელში უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს შეხვდა

  • პოლიტიკა
  • 24.11.2017
  • 10:33
 საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბრიუსელში უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბრიუსელში უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს შეხვდა.

საქართველოს პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა „აღმოსავლეთ პარტნიორობის” ხვალინდელი სამიტის, ორმხრივი თანამშრომლობისა და საქართველოსა და უკრაინის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების შესახებ ისაუბრეს.

შეხვედრის დასაწყისში მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს და სტრატეგიულ პარტნიორობას.

„მოხარული ვარ ჩემს პარტნიორსა და ძვირფას მეგობართან შეხვედრით. სიამოვნებით აღვნიშნავ, რომ დღეისათვის ჩვენი ურთიერთობები აქტიურად ვითარდება პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ სფეროებში. ჩვენი პირადი ურთიერთობები, რომელსაც მე ძალიან ვაფასებ, მათ შორის, მოკლე ტექსტური შეტყობინებით საფეხბურთო მატჩის შედეგების მილოცვა, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ღრმად დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ურთიერთობების განვითარებას აქვს უზარმაზარი პერსპექტივები”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პოტენციალზე ისაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

„მივესალმებით ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ მზარდ ურთიერთობებს. ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ დღეს ჩვენ აქ ერთად ვიმყოფებით. ჩვენს ქვეყნებს აქვთ საერთო ამბიციები, ევროპული და ევროატლანტიკური მიზნები, რაც ჩვენს საშინაო და საგარეო დღის წესრიგს განსაზღვრავს. ჩვენ აქ ვიმყოფებით, რათა განვიხილოთ ჩვენი შემდგომი ურთიერთობები, რომელსაც განვითარების გაცილებით უფრო ფართო და ღრმა პოტენციალი აქვს”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს რეგიონში არსებულ გამოწვევებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე განვითარებულ მოვლენებზე და ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ურთიერთმხარდაჭერა დაადასტურეს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge