png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

მამათმავლობა არასრულწლოვან ბიჭებთან თბილისში – სასამართლომ ბრალდებულს 9 -წლამდე პატიმრობა მიუსაჯა

  • სამართალი
  • 24.11.2017
  • 17:05
მამათმავლობა არასრულწლოვან ბიჭებთან თბილისში – სასამართლომ ბრალდებულს 9 -წლამდე პატიმრობა მიუსაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლო განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც სასამართლომ სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

„თბილისის საქალაქო სასამართლომ დაასრულა სისხლის სამართლის საქმის განხილვა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენის ფაქტზე, ბრალდებულ გ. ვ.-ს მიმართ.

გ.ვ.-ს ბრალად ედებოდა მამათმავლობა წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან, წინასწარი შეცნობით სექსუალური ხასიათის შეღწევა წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში, ძალადობის გარეშე გარყვნილი ქმედება წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან და ძალადობის გარეშე სრულწლოვნის გარყვნილი ქმედება დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან. (44 ეპიზოდი).

არასრულწლოვანი ბიჭების მიმართ სექსუალური ლტოლვის მქონე ბრალდებულმა გ.ვ.-მ აღიარა მის მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის ფაქტი და სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები. სასამართლომ ბრალდებული გაამართლა მის მიმართ წარდგენილ ერთ ეპიზოდში, ხოლო დანაშაულის 43 ეპიზოდის ჩადენისათვის გ. ვ. ცნობილ იქნა დამნაშავედ. გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე, ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად, დანაშაულთა ერთობლიობით და შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, საბოლოოდ 8 წლით და 9 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. ბრალდებულს სასჯელად მუხლის სანქციით გათვალისწინებული მაქსიმალურ სასჯელთან მიახლოებული სასჯელი განესაზღვრა”, - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge