ეგვიპტეში დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა
- მსოფლიო
- 24.11.2017
- 17:55
ეგვიპტეში მეჩეთში მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა.
BBC-ის ინფორმაციით, გარდაცვლილია სულ მცირე 155 ადამიანი, დაშავებულთა რაოდენობა კი 80-ს აღემატება.
აფეთქება ჩრდილოეთ სინაიში პარასკევის ლოცვის დროს მოხდა. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, შეიარაღებული პირებმა მეჩეთში მყოფებს ცეცხლიც გაუხსნეს.
ერთ-ერთი ვერსიით, მათი სამიზნე მეჩეთში მყოფი თავდაცვის უწყების წარმომადგენლები იყვნენ.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ რადიკალურ დაჯგუფებას აუღია.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200