png.ge
png.ge
png.ge
16+
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ზაზა ხატიაშვილს CCBE-ის პრესტიჟული ჯილდო გადასცეს

  • პოლიტიკა
  • 24.11.2017
  • 18:03
 ზაზა ხატიაშვილს CCBE-ის პრესტიჟული ჯილდო გადასცეს

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, აასოციაციის თავმჯდომარეს, ზაზა ხატიაშვილს ევროპის ადვოკატთა ასოციაციების და სამართლის საბჭოს-(CCBE) პრესტიჟული ჯილდო გადასცეს.

„ბრიუსელში ევროპის ადვოკატთა ასოციაციების და სამართლის საბჭოს-(CCBE) პლენარულ სესიაზე, ადამიანის უფლებების და თავისუფლებების დაცვის პრინციპების, ადვოკატის ინსტიტუციურ განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილს პრესტიჟული ჯილდო გადაეცა, რომელიც წელისწადში ერთხელ გადაეცემა.

ევროპის ადვოკატათა ასოციაციების და სამართლის საბჭოს (CCBE) მმართველმა კომიტეტმა, ერთხმად, 32 წევრი-ქვეყნის მხარდაჭერით, სრულად გაიზიარა ადამიანის უფლებების კომიტეტის რეკომენდაცია და CCBE-ის 2017 წლის უფლებადამცველის საპატიო ჯილდოს მფლობელად ოფიციალურად საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი დაამტკიცა.

ეს ზაზა ხატიაშვილის და საქართველოს ადვოკატთა კორუსის კიდევ ერთი დიდი საერთაშორისო აღიარებაა.

ევროპის ადვოკატთა ასოციაციებისა და სამართლის საბჭო- (CCBE) წარმოადგენს 32 წევრი და 13 შემდგომში ასოცირებული და დამკვირვებელი ქვეყნის ასოციაციებსა და იურიდიულ გაერთიანებებს, შესაბამისად, ერთ მილიონზე მეტ ევროპელ ადვოკატს. CCBE არის ევროპული გაერთიანებებისა და იურიდიული საზოგადოებების წარმომადგენელი ევროპულ და საერთაშორისო ინსტიტუტებში, რომელიც ევროპის მასშტაბით იბრძვის ადვოკატთა როლის გაძლიერებისათვის, ადვოკატთა ორგანიზაციების დამოუკიდებლობის შენარჩუნებისა და დამოუკიდებელი, ხარისხიანი მართლმსაჯულების მიღწევისათვის”, - ნათქვამია განცხადებაში.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge