რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, А321-ის ბორტზე თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა
- მსოფლიო
- 17.11.2015
- 12:47
რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელის ალექსანდრე ბორტნიკოვის განცხადებით ეგვიპტეში რუსული თვითმფრინავის კატასტროფა ტერაქტის შედეგად მოხდა.
”შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყო ტერაქტი”, - განაცხადა ბორტნიკოვმა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან გამართულ თათბირზე.
მისი თქმით, А321-მა კატასტროფა თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობის შედეგად განიცადა.
”თვითმფრინავში ამოქმედდა 1 კგ-მდე ტროტილის ექვივალენტი სიმძლავრის თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა, რის შედეგადაც თვითმფრინავი ჰაერში დაიშალა”,-აღნიშნა ბორტნიკოვმა.
ავიაკომპანია ”კოგალიმავიას” თვითმფრინავმა А321-მა, რომელიც შარმ-ელ-შეიხიდან სანქტ-პეტერბურგში მიფრინავდა, სინაის ნახევარკუნძულზე კატასტროფა განიცადა. ბორტზე მყოფი 224 მგზავრიდან არავინ გადარჩენილა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200