სასტუმრო „ლეოგრანდში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა
- სამართალი
- 24.11.2017
- 22:27
ბათუმში, სასტუმრო ,,ლეოგრანდში” გაჩენილი ხანძრის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, ინფორმაცია ,,აჭარის ტელევიზიას" სასწრაფო დახმარების სამსახურში დაუდასტურეს.
ბათუმის სასწრაფო დახმარების სამსახურის ცნობით, ამ დროისთვის მიმდინარეობს ხალხის ევაკუაცია და გარდაცვლილების გადმოსვენება.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადები და მიმდინარეობს ხანძრის ლოკალიზება.
არსებული ინფორმაციით, სასტუმროს 22-სართულიან შენობაში ცეცხლი მე-4 და მე-5 სართულებზე გავრცელდა.
ხანძრის გაჩენის მიზეზები ამ დროისთვის დაუდგენელია.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200