,,ჯერ ხომ ძალიან ახალგაზრდა იყავი, ვერ ვიჯერებ, მინდა, რომ ტყუილი იყოს'' - სასტუმრო ,,ლეო გრანდში” გარდაცვლილის მეგობარი
- ეს საინტერესოა
- 27.11.2017
- 11:38
ბათუმში, სასტუმრო ,,ლეო გრანდში” ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა შორის ერთ-ერთი ახალგაზრდა 22 წლის ბექა შატაკიშვილია.
უბედურ შემთხვევას მისი მეგობარი – ლაშა მგელაძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
,,ბავშვობიდან რაც კი შემომრჩა და რაც მახსოვს ყველაზე კარგად, შენ ხარ. როგორ ვთამაშობდით ხოლმე, სულ ერთად დავდიოდით ყველგან. ბოლო დროს, აღარ გვქონდა ისეთი ურთიერთობა, იმიტომ, რომ შეიცვალა ყველაფერი. ჯერ ხომ ძალიან ახალგაზრდა იყავი. ვერ ვიჯერებ, არ მინდა დაჯერება. მინდა, რომ ტყუილი იყოს. უფალმა ნათელში ამყოფოს შენი ლამაზი სული, ბექა”, – წერს გარდაცვლილის მეგობარი.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200