png.ge
png.ge
png.ge
16+
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

2018 წელი ჩვენი დედაქალაქისთვის განსხვავებული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე იქნება - კახა კალაძე

  • პოლიტიკა
  • 27.11.2017
  • 11:56
 2018 წელი ჩვენი დედაქალაქისთვის განსხვავებული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე იქნება - კახა კალაძე

დედაქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტი 60 მილიონამდე ლარით გაიზრდება, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრ მამუკა ბახტაძესა და თბილისის მერ კახა კალაძის შორის გამართულ სამუშაო შეხვედრაზე აღინიშნა.

შეხვედრა ფინანსთა სამინისტროში გაიმართა, სადაც დედაქალაქის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებული ძირითადი პარამეტრები და დაგეგმილი ღონისძიებები განიხილეს.

მხარეებს შორის აღინიშნა, რომ 2018 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტის ფორმირებაზე მუშაობა გრძელდება და მასში თბილისისთვის მნიშვნელოვანი  პრიორიტეტული მიმართულებები და ის პროექტები აისახება, რომლებიც დედაქალაქის  განვითარებისთვის აუცილებელია.

კახა კალაძემ პრემიერ-მინისტრსა და ცენტრალურ ხელისუფლებას მადლობა გადაუხადა, რადგან დაახლოებით, 60 მლნ ლარი დამატებით სწორედ ცენტრალური ხელისუფლების მიერ გამოიყოფა და დედაქალაქის განვითარებას მოხმარდება.

„პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს, ცენტრალურ ხელისუფლებას და ფინანსთა სამინისტროს თანადგომისთვის, რადგან 2018 წლის ბიუჯეტი განსახორციელებელი პროექტებისთვის დაახლოებით, 60 მილიონით გაიზრდება, რაც ქალაქისთვის მნიშვნელოვანია. აღნიშნული თანხები კონკრეტულ პროექტებზე იქნება მიმართული. ეს არის მეტროს სარეაბილიტაციო სამუშაოები და ძველი თბილისის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაცია. 2018 წელი ჩვენი დედაქალაქისთვის განსხვავებული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე იქნება, რადგან იმ პროექტების განხორციელებას ვიწყებთ, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიის დროს იყო წარმოდგენილი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.   

ფინანსთა მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, 2018 წლისთვის ქალაქის მერიას ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი აქვს განსახორციელებელი.

„საქართველოს მთავრობამ პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, აღნიშნული პროექტები შეისწავლა და მიღებულია გადაწყვეტილება, რომ 2018 წელს თბილისში განსახორციელებელი პროექტების ბიუჯეტი დაახლოებით, 60 მლნ ლარით გაიზარდოს. თანხები მიზნობრივად მიიმართება და მათი ძირითადი ნაწილი მეტროს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, მათ შორის, მოძრავი შემადგენლობის გარემონტებას მოხმარდება და ამასთან ერთად, განსაზღვრულია დამატებითი თანხები თბილისის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაციისთვის“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ უახლოეს დღეებში მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ფორმირებაზე მუშაობა დასრულდება, რომელშიც შესაბამისი ცვლილებები აისახება და დოკუმენტი საქართველოს პარლამენტში გადაიგზავნება.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge