png.ge
png.ge
png.ge
16+
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

დადებითად ვაფასებთ განვითარებულ მოვლენებს და ველით ახალი სახალხო დამცველის არჩევას - იან კელი

  • პოლიტიკა
  • 27.11.2017
  • 17:07
 დადებითად ვაფასებთ განვითარებულ მოვლენებს და ველით ახალი სახალხო დამცველის არჩევას - იან კელი

“მოხარული ვარ, რომ გაიმართა მრავალი კონსულტაცია სამოქალაქო საზოგადოებასთან და მხარდაჭერა მოიპოვა სამოქალაქო საზოგადოების მიერ დასახელებულმა ერთ-ერთმა კანდიდატმა. ჩვენ დადებითად ვაფასებთ განვითარებულ მოვლენებს და ველით ახალი სახალხო დამცველის არჩევას“,- ასე ეხმაურება ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საპარლამენტო უმრავლესობის მიერ სახალხო დამცველის კანდიდატის დასახელებას.

აღნიშნული განცხადება იან კელიმსაქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ირაკლი კობახიძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

„გვსურს, საქართველო წარმატებული იყოს როგორც სრულად გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული დემოკრატიული ქვეყანა და სახალხო დამცველის პოზიცია ამ მხრივ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. იმისთვის, რომ სახალხო დამცველი ეფექტური იყოს, ის უნდა იყოს სრულად დამოუკიდებელი მთავრობისგან. ძალიან მოხარული ვარ, რომ გაიმართა მრავალი კონსულტაცია სამოქალაქო საზოგადოებასთან და როგორც ჩანს, მხარდაჭერა მოიპოვა სამოქალაქო საზოგადოების მიერ დასახელებულმა ერთ-ერთმა კანდიდატმა. ჩვენ დადებითად ვაფასებთ განვითარებულ მოვლენებს და ველით ახალი სახალხო დამცველის არჩევას“,- განაცხადა იან კელიმ.

ელჩის თქმით, შეხვედრა ამერიკული მხარის ინიციატივით გაიმართა და მხარეებმა საკონსტიტუციო ცვლილებების, მართლმსაჯულების რეფორმისა და საქართველოს პარლამენტის დღის წესრიგის სხვა საკითხების შესახებ ისაუბრეს.

„ეს შეხვედრა ჩვენ მოვითხოვეთ. ძალიან დაინტერესებულები ვიყავით, მეტი მოგვესმინა მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღის შესახებ და ინტერესის მიზეზი ისაა, რომ გვსურს, დაგეხმაროთ. გვსურს, დახმარება გაგიწიოთ ტექნიკური კუთხით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.

ვისაუბრეთ საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ, არჩევნების შესახებ. შთაბეჭდილება მოახდინა, თუ რამდენად დატვირთული იქნება პარლამენტი მომდევნო კვირების განმავლობაში.  ვიცით რომ დღის წესრიგში მრავალი საკითხია, მათ შორის, მთავრობის რესტრუქტურიზაციის გეგმა  და სხვა საკითხები“,- განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას იან კელიმ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge