png.ge
png.ge
png.ge
16+
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

თბილისის მერმა ის პროექტები დაასახელა, რომელიც გაზრდილი ბიუჯეტით განხორციელდება

  • პოლიტიკა
  • 27.11.2017
  • 18:10
თბილისის მერმა ის პროექტები დაასახელა, რომელიც გაზრდილი ბიუჯეტით განხორციელდება

თბილისის მერი კახა კალაძე დედაქალაქის ბიუჯეტის გაზრდის საკითხს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.

როგორც კახა კალაძემ ფეისბუქის საშუალებით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ბიუჯეტის გაზრდა, რათა მომავალ წელს შესაძლებელი გახდეს იმ პროექტების განხორციელება, რომელიც წინასაარჩევნო პროგრამაში იყო ასახული.

თბილისის მერმა მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს და მთავრობის ეკონომიკურ გუნდს.

“მინდა კიდევ ერთხელ გაგაცნოთ გადაწყვეტილება, რომელიც ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საქმე ეხება მომავალი წლის ბიუჯეტს და ბიუჯეტის გაზრდის საკითხს. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, ფინანსთა მინისტრ მამუკა ბახტაძეს, ეკონომიკის მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილს და ზოგადად, ეკონომიკურ გუნდს მხარდაჭერისთვის. ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ბიუჯეტის გაზრდა, რათა შევძლოთ და მომავალ წელს განვახორციელოთ ის პროექტები, რომელიც წინასაარჩევნოდ იყო დაანონსებული ჩვენი გუნდის მხრიდან“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა დაასახელა ის პროექტები, რომელიც გაზრდილი ბიუჯეტით განხორციელდება. კახა კალაძის თქმით, ეს არის ძველი თბილისის რეაბილიტაცია, კერძოდ ორბელიანისა და და გუდიაშვილის მოედნების რეკონსტრუქცია; მეტროსადგურების განახლება, სამგზავრო ვაგონების რეაბილიტაცია, ასევე ახალი სამგზავრო ვაგონების შემოყვანა.

„თქვენ იცით ჩვენი ძირითადი პრიორიტეტები, თუ რა პროექტები უნდა განხორციელდეს და შესაბამისად, შევუდგებით ამ პროექტების განხორციელებას. ძალიან მიხარია და მინდა თქვენც გაგიზიაროთ ეს სიხარული, რომ მომავალი წლიდან ჩვენი დედაქალაქი იქნება მართლაც განსხვავებული. ჩვენ ვიწყებთ ამ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას. ეს არის ძველი თბილისის რეაბილიტაცია- ორბელიანის მოედნის და გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაცია, ასევე მეტროსადგურების განახლება, სამგზავრო ვაგონების რეკონსტრუქცია. ასევე ახალი სამგზავრო ვაგონების შემოყვანა გვაქვს დაგეგმილი 2018 წელს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტი 60 მილიონამდე ლარით გაიზრდება. შესაბამისი გადაწყვეტილება თბილისის მერ კახა კალაძესა და ფინანსთა მინისტრ მამუკა ბახტაძეს შორის დღეს გამართულ სამუშაო შეხვედრაზე გახდა ცნობილი.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge