primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
10 აგვისტო, 2026, ორშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 აგვისტო, 2026, ორშაბათი
primenewsgeorgia.ge

შეიხი ნაჰაიანი: საქართველო არაჩვეულებრივი ადგილია ბიზნესის საკეთებლად

  • ეკონომიკა
  • 28.11.2017
  • 12:34
 შეიხი ნაჰაიანი: საქართველო არაჩვეულებრივი ადგილია ბიზნესის საკეთებლად

არაბეთის გაერთიანებული საემიროების მინისტრთა კაბინეტის წევრი, ტოლერანტობის მინისტრი შეიხი ნაჰაიანი საქართველოში ინვესტირების დადებით მხარეებზე საუბრობს. ამ თემაზე მან თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის მისასალმებელ პანელზე ისაუბრა.

„მე ვიცი ჩემი პირადი გამოცდილებით, რომ საქართველო არაჩვეულებრივი ადგილია ბიზნესის საკეთებლად. როგორც უცხოელ ინვესტორს, მე მთელი რიგი საკითხები მქონდა, რომელიც ბევრ თქვენგანს შეიძლება ჰქონდეს მუშაობის დროს. ეს არის ინვესტიციების განხორციელებისას - რატომ უნდა მოხდეს ინვესტირება საქართველოში - ასეთი კითხვა ისმის. იმიტომ, რომ ამ თემებმა, ამ საკითხებმა დამარწმუნეს, რომ უნდა მოხდეს ინვესტირება საქართველოში“, - განაცხადა შეიხმა ნაჰაიანმა.

არაბეთის გაერთიანებული საემიროების ტოლერანტობის მინისტრმა ის კონკრეტული ფაქტორები დაასახელა, რომელთა გამოც საქართველოში ინვესტიციების განხორციელება ხელსაყრელია.  „საქართველოში მთლიანი შიდა პროდუქტის 4 პროცენტზე მეტი ზრდა არის ყოველწლიურად, კვლავაც გრძელდება ეს ტენდენცია. მეორე - საქართველოში ადვილია ბიზნესის კეთება, საქართველო მე-16 ადგილზეა 90 ქვეყანას შორის მსოფლიო ბანკის მონაცემებით ბიზნესის კეთების სიმარტივით, ანუ, ძალიან მარტივია ბიზნესის კეთება. შემდეგ - საქართველო არის ღია ეკონომიკა, და ის არის 30-ე ადგილზე 167 ქვეყნიდან ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის 2016 წლის მონაცემებით. მეოთხე - საქართველო არის კორუფციისგან თავისუფალი ქვეყანა, სადაც ხდება ინვესტირება კორუფციის გარეშე. „ტრანსფარანსი ინთერნეიშენელის“ კორუფციული პარამეტრების მიხედვით მიუთითებს საქართველოს კორუფციისგან თავისუფლებაზე“, - აღნიშნა სტუმარმა.

შემდგომი პარამეტრები, რომლებზეც შეიხმა ნაჰაიანმა ისაუბრა,  საქართველოში საგადასახადო მხრივ ხელსაყრელი ინვესტირება და საზღვრისპირა თანამშრომლობაა. კერძოდ, როგორც მან აღნიშნა „საგადასახადო მხრივ ძალიან ხელსაყრელია ინვესტირება, ანგარიშების მიხედვით საქართველოში არის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი საგადასახადო ტვირთი მსოფლიოს ქვეყნებს შორის. 16.4 მეათედი არის საგადასახადო განაკვეთი, და ის არის მეცხრე ადგილზე ქვეყნებს შორის მონაცემების მიხედვით. მეექვსე თემა - საზღვრისპირა თანამშრომლობა არის აქტიური და ზუსტად ამიტომ ვართ ამ ფორუმზე. სხვადასხვა შეთანხმემები სრულდება, მათ შორის ევროკავშირთან დსთ-თან, თურქეთთან, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან. ეს შეთანხმებები ხელს უწყობს ვაჭრობას, და ზოგიერთ შემთხვევაში ეს ხელშეკრულებები ზუსტად თავისუფალ ვაჭრობას შეეხება“.

კიდევ ერთი თემა, რომელზეც შეიხმა ჰანაიანმა აქცენტი გააკეთა, საქართველოს მნიშვნელოვანი გეოსტრატეგიული მდებარეობაა, ის ასევე საინტერესო მიმართულებაა ტურისტებისთვის: „მეშვიდე თემა - საქართველოს აქვს გეოსტრატეგიული მდებარეობა, ის ლეგენდარული აბრეშუმის გზაზე მდებარეობს. ცენტრალური აზია, კავკასია საქართველოს მეშვეობით უერთდება ევროპას, ეს არის დამაკავშირებელი რგოლი ევროპას აზიას შორის, ეს არის უმოკლესი გზა  პროდუქციის და საქონლის ტრანსპორტირებისთვის. მერვე თემა -საქართველო არის სასურველი ადგილმდებარეობა ტურისტებისთვის, და სხვა მომხიბვლელობასთან ერთად საქართველოს მთები, ბუნება, ზღვის სანაპირო - ეს არის არაჩველებრივი საშუალება, როგორც ყველა ჩვენგანმა ალბათ მივირთვით უგემრიელესი კერძები“.

მეცხრე ფაქტორად შეიხი ნაჰაიანი საქართველოს ადამიანურ რესურსებს ასახელებს -„საქართველოს ადამიანური რესურსები - მისი ლიდერები, მისი ხელმძღვანელები, დინამურები და შორსმჭვრეტელური ხედვის მქონე ლიდერები, და არის ძლიერი ნება, მზაობა ქართველი ხალხის, რომ უზრუნვეყონ მდგრადი განვითარება, კეთილდღეობა, განათლება, ადამიანური მომენტის განვითარება და ის ნიჭი, რაც მათ ღმერთმა უბოძა, რომ განავითარონ და სრულყონ“.

შეიხი ნაჰაიანის განცხადებით, ამ ფაქტორებმა ის საქართველოს გულშემატკივარი გახადა. მან მადლობა გადაუხადა ფორუმის ორგანიზატორებს და აღნიშნა, რომ ის საშუალებას იძლევა, გაამყაროს კონტაქტები, ასევე იძლევა საშუალებას უცხოელი ინვესტირებისთვის, რომ  ერთად შეიკრიბონ და ერთობლივად განიხილონ პროექტები.  „ვულოცავ ფორუმის ორგანიზატორებს სხვადასხვა სექტორების შერჩევისთვის, იმ სამიზნე ფოკუსისთვის, რაც   სხვადასხვა ინდუსტრიებზეა გაკეთებული. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო პრემიერ მინისტრის წვლილი და დრო,რაც მან დაუთმო ამ ღონისძიებას.  ფორუმის მონაწილეებს  საშუალება ექნებათ, შეისწავლონ და მოისმინონ ბევრი საინტერესო პროექტი“, - აღნიშნა მან.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
  • 17:22
Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
  • 11:16
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
  • 10:57
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
  • 13:11
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
  • 12:22
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
  • 11:09
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • 11:43
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge