png.ge
png.ge
png.ge
16+
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

შს მინისტრის მოადგილემ საერთაშორისო კონფერენცია გახსნა

  • პოლიტიკა
  • 28.11.2017
  • 13:48
 შს მინისტრის მოადგილემ საერთაშორისო კონფერენცია გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ინიციატივით, აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების სამართალდამცავი სტრუქტურების სასწავლო ცენტრების წარმომადგენლებისთვის  საერთაშორისო კონფერენცია - „კარიერული განვითარება საპოლიციო სისტემაში“ პირველად, საქართველოში ტარდება.

ღონისძიება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორთან, გივი მიქანაძესთან ერთად გახსნა.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო მუდმივად ზრუნავს თავისი თანამშრომლების კარიერულ განვითარებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე. ჩვენ ვმასპინძლობთ საერთაშორისო კონფერენციას - „კარიერული განვითარება საპოლიციო სისტემაში“, რომელიც ევროკომისიის მხარდაჭერით ტარდება. კონფერენციაში ქართული მხარის მონაწილეობის მიზანია კარიერული განვითარების  კუთხით აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების საუკეთესო გამოცდილების გაზიარება და საპოლიციო განათლების მიმართულებით შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის შესაძლებლობების გაძლიერება“,- განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ.

ორდღიანი კონფერენციის ფარგლებში,  ნიდერლანდების სამეფოდან, ავსტრიიდან, ლიტვიდან და ჩეხეთის რეპუბლიკიდან მოწვეული ექპერტები, ევროპის სხვადასხვა ქვეყნის წარმატებული მოდელის თანახმად, პოლიციელთა კარიერული განვითარებისა და პროფესიული საპოლიციო სწავლების მიმართულებით პრეზენტაციებს წარადგენენ.

კონფერენციის მიზანია აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების სამართალდამცავი სტრუქტურების სასწავლო ცენტრებსა და აკადემიებს შორის საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება და გამოცდილების გაზიარება, ასევე,

პოლიციელთათვის პროფესიული განათლების და კარიერული განვითარების სისტემის გაუმჯობესება.

ღონისძიებას აღმოსავლეთ პარტნიორობის 5 წევრი ქვეყნის პოლიციის აკადემიების რექტორები, თანმხლებ დელეგაციებთან ერთად, საქართველოს  შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის, შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო

ურთიერთობების დეპარტამენტის, კვლევისა და განვითარების დეპარტამენტის,  

იურიდიული დეპარტამენტის და ადამინური რესურსების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლები ესწრებიან.

საერთაშორისო  კონფერენცია ევროპის კომისიის ტექნიკური დახმარებისა და ინფორმაციის გაცვლის  (TAIEX) ინსტიტუციონალური განვითარების ინსტრუმენტის ფარგლებში ხორციელდება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge